Pages

დონარას ვაშლის ტორტი


 კარაქი (250 გრამი) ათქვიფეთ გათეთრებამდე... დაამატეთ 1 ჭიქა (250 გრამი) შაქარი და განაგრძეთ თქვეფა.... ნელ-ნელა შეათქვიფეთ 6 კვერცხის გული (ცილა მაცივარში შეინახეთ, ბეზე უნდა მოამზადოთ, გულსართისთვის...უნდა გაცივდეს - ცივი ცილით უკეთესი ბეზე გამოდის)...

ცომში ჩაამატეთ 1 კოვზი სოდა, გახსნილი ძმარში, პლუს 200 გრამი არაჟანი და ბოლოს 1 ჭიქა ნახევარი (250 გრამიანი ჭიქით!) წინასწარ გაცრილი პურის ფქვილი.

 მოზილეთ ხის კოვზით ან მიქსერით, მიიღებთ ფაფუკ ცომს და კოვზით გადაანაწილეთ კარაქწსმულ საცხობ ქაღალდზე... შედგით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში და გამოაცხეთ 2 ფენად და მესამე პაწია ფენა ტორტზე მოსაფშვნელად...

, კალკა დავაფინოთ საცხობ დაფას დავცხიმოთ და წაუსვათ კოვზით ფირფიტის ტიპის ცომი შევდგათ გამოსაცხობად 2 ფირფიტა +მოსაფხვნელი ფირფიტა

გული:   ათქვეფილი ბეზე + შაქარი 6ს.კ,+ 1კგ. გახეხილი ვაშლი  წაუსვათ ფირფიტას არ დავტკეპნოთ

როცა ფენები მზად იქნება, გააგრილეთ და ფენებს შორის მოამწყვდიეთ გემრიელი გულსართი... არ დატკეპნოთ გულსართი

გულსართი: 6 კვერცხის ცილა ათქვიფეთ, თანდათანობით დაამატეთ 250 გრამი შაქარი, 2 ვანილი და 1 კილო გახეხილი ვაშლი...

გულსართი წაუსვით ზედა ფენასაც და მოაყარეთ, წინასწარ დაფშვნილი მესამე ფენა;)))

 მე 2 ვარიანტი

1,5 ჭიქა შაქარი+200 გრ კარაქი, ათფვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ 3 კვერცხი. 1 ქილა არაჟანში გახსენით 1 ჩ.კ სოდა და დაუმატეთ მასას. შემდეგ დაუმატეთ 3 ჭიქა ფქვილი. 'ჟარონაზე' დააფინეთ საცხობი ქაღალდი და დაასხით ცომი. ოდნავ ოთხკუთხედი ფორმა მიეცით(ცომი თვითონ გაიშლება ცხობისას). გამომცხვარი გაჭერით 2 ნაწილად. დაბრაწული გვერდები ჩამოაჭერით. ერთ ნაწილს გადაუსვით ვასლის პიურე, ზემოდან დაადეთ მეორე ნაწილი, გადაუსვით პიურე. გვერდების ჩამონაჭრები ხელით კარგად დაფშვენით და მოაკარეთ ზემოდან, ისე რომ მთლიანად დაიფაროს. სულ ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze