Pages

რულეტი ზოლიანი


"Ribbon Sponge 

ზოლებისთვის:Stencil pasta

15 გრ.კარაქი
15 გრ,შაქრის პუდრა
1 კვერცხის ცილა
15 გრ.ფქვილი
10 გრ.კაკაო

ბისკვიტი:
90გრ.რძე
70 გრ.ზეთი
20 გრ.შაქარი
90 გრ.ფქვილი+1ჩ.კ გამაფხვიერებელი
80 გრ.კვერცხის გული (4 კვერცხი საშუალოდ)
მწიკვი მარილი

ბეზე ბისკვიტში შესარევად:
165გრ.კვერცხის ცილა (4 დიდი კვერცხი, საშუალოდ)
60 გრ.შაქარი
7.5 მლ.ლიმონის წვენი

კრემი:

თქვენი სურვილის მიხედვით. მე გათქვეფილი ნაღები+მოხარშული შესქელებული რძე

ირველ რიგში მოვამზადოთ ზოლები.

გავთქვიფოთ კარაქი და კვერცხის ცილა ცოტათი დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები. გავთქვიფოთ კარგად.

ავიღოთ პერგამენტის ქაღალდი. (თუ ისეთია რომ ცხიმი უკვე აქვს აღარ უნდა არაფრის წასმა და თუ არა და ცხიმი წაუსვით რომ ბისკვიტი არ მიიკრას) და დავასხათ. გავასწოროთ რაც შეიძლება თხლად. მე ზიგზაგიანი საჭრელი გამოვიყენე და ის დავუსვი დასახაზად. მერე მოვაცალე ზედმეტი ცომი. ასე მივიღე ზოლები. სანამ ბისკვიტს მოვამზადებთ ეს შევდოთ დროებით მაცივარში.

ბისკვიტის მომზადება:

პატარა ჯამში მოვათავსოთ რძე, შაქარი, ზეთი და მარილი. შევათბოთ გაზზე ისე, რომ შაქარი გადნეს. თან სულ ვურიოთ. გადმოვდგათ გაზიდან და დავაყაროთ გაცრილი ფქვილი. მოვურიოთ კარგად და ბოლოს ემატება კვერცხის გულები. გავთქვიფოთ. ეს კვერცხის გულიანი მასა ერევა წინასწარ მომზადებულ ბეზეს. რომელიც ასე მზადდება: კვერცხის ცილას ემატება შაქარი და ლიმონის წვენი. შევათბოთ გაზზე გადმოვდგათ და ავთქვიფოთ იქამდე სანამ მყარი ბეზე არ გამოვა.შევურიოთ კვერცხის მასას ნაწილ ნაწილ ფრთხილათ.ბისკვიტის ცომიც მზად არის.

აწყობა-გამოცხობა:

გამოვიღოთ მაცივრიდან პერგამენტის ქაღალდი, დავაფინოთ თუნუქის ფურცელზე და დავასხათ ბისკვიტის ცომი. გავასწოროთ კარგად და გამოვაცხოთ წინასწარ გამთბარ ღუმელში, 170 გრადუსზე დაახლოებით 12 წუთი. ზევიდან რომ მოწითლდება უკვე მზად არის. გამოვიღოთ გადმოვაბრუნოთ პერგამენტის ქაღალდზე და მოვაცალოთ ზევიდან დარჩენილი ქაღალდი და დავაფაროთ ან ჩაის ტილო ან ისევ პერგამენტის ქაღალდი. მე მეორე ვარიანტი გამოვიყენე. ეს პროცესი იმისთვისაა საჭირო რომ ბისკვიტმა სინესტე არ დაკარგოს. როცა გაცივდება, გადმოვაბრუნოთ ზოლები უნდა იყოს ქვეშ. წავუსვათ კრემი და ფრთხილათ გადავახვიოთ. უმჯობესია თუ შევდებთ მაცივარში.

 

http://www.koolinar.ru/recipe/view/90098  ნახატით ტორტი

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze