Pages

ტორტის ბისკვიტი rtuli


4 კვერცხი(აუცილებლად ოთახის ტემპერატურის!ზომა 0 ) გააცალკავე გულები ცალკე და ცილა ცალკე(აქ ეცადე გრამი კვითრის,ანუ გულის,არ შეყვეს ცილას+ჭუეჭელი სუფთა,ანუ ცხიმისგან 100% მოშორებული(ეს შეურაწყოფად არ მიიღო,უბრალოდ ცილა+ცხიმი ერთი მილიგრამიც კი ვერ მეგობრობენ და არ ამოვა მაქსიმალურად კარგი ბეზეს მასა).
კვითრსს დაასხი 1ს.კ.ლიმონის წვენი+3ს.კ.ზეთი!,გადადგი გვერდზე.
შეუდექი ბეზეს ამოყვანას:
ჯერ საშვალო სიჩქარეზე ცილას ბლანტ მასამდე ხსნი+მწიკვი მარილი,მერე სიჩქარეს მაქსიმუმამდე უწევ და ამოგყავს ცილები მყარ ,ჰაეროვან მასამდე.
მერე იწყებ თითო სუფრის კოვზით დამატებას შაქრის(სულ 150გრ.ან 3/4ჩ.ჭ.(ეს 250 გრამიანი ჭიქაა).მასას იქამდე თქვეფავ სადამდე შაქარი პრაკტიკულად არ გაქრება,ანუ კრისტალები უნდა გადნეს.პ.ს.რჩევა:რადგან შაქარი არ გვივარგა,საფქვავში ერთი წამით დაატრიალე,ოღონდ პუდრად არუნდა აქციო!ჯასტ ცოტას დააწვრილებ,ან საბრტყელებელა გადაატარე ქაღარდის ფურცელზე დაყრილ შაქარზე.
ეხლა კვერცხის კვითრი კოვზით აურიე ერთგვაროვან მასამდე.და ორ შეყვანაზე შეურიე ცილის მასას.პ.ს.აუცილებლად კოვზით ქვემოდან ზემოთ(თითქოს კეცავ) ფრთხილად ამოურიე მასას,სანამ სულ არ გახდება ერთგვაროვანი...ცილებს არ უყვართ უაზროდ ,,წვალება,, და ზედმეტად ჯანჯღარი.
ფქვილი ზუსტად იგივე რაოდენობის რაც შაქარი უნდა იყოს+1ჩ.კ. გამაფხვიერებელი,დააცერი!კვერცხის მასას და ამოურიე ზუსტად ისე როგორც კვერცხის გულები შეურიე ცილის მასას.
წინასწარ უნდა გქონდეს გამზადებული 26სმ.დიამეტრის ყალიბი...ძირზე მე ვუფენ პერგამენტის ქაღალდს(აქ ქაღალდის ნაპირები 1სმ.უნდა ამოუვიდეს გვერდზე,დანარჩენ გვერდსს წაუსვი ხელით კარაქი და ცოტა ფქვილით დაპუდრე)...
მოკლედ ცომის მასა გადაიტანე ყალიბში,ზედაპირი გადაუსწორე და შედგი წინასწარ! გახურებულ 175 გრადუსამდე ღუმელში.
ცხობის დრო ბევრ ფაკტორზეა დამოკიდებული მაგრამ,პირველი 30 წუთი არც იფიქრო შეიხედო საერთოდ(დაელოდე სიურპრიზსს ),მერე შეხედე გარედან და ზედაპირის ლამაზ ფერის შეცვლაზე აიღე ორიენტაცია და თუ ჩათვლი რომ მზად არის გამოაღე კარები(ღუმელის,ბისკვიტის ზედაპირს შეეხე თითით,თუ გრძნობ რომ ქვევით მყარი მასაა ისეიგე მზად არის თუ არ ხარ დარწმუნებული,გააგრძელე კიდე ცხობა.
როცა მზად იქნება,გამორთე ღუმელი,კარი სანახევროდ შეაღე და 10 წუთი დაასვენე,მერე ბოლომდე შეუღე კარი,ყალიბს ნაპირზე შემოუტარე დანა(თუ საჭიროა) და გამოიღე ბისკვიტი გასაციებლად(ძირზე პერგამენტი დაუტოვე არ არის პრობლემა).
საერთოდ თუ გინდა კარგი+მდიდარი გემოთი ბისკვიტი გქონდეს მინიმუმ 10-12 საათი უნდა დაისვენოს....მერე ჭრი,ნამავ  დაახლოებით 6 კვერცხიან ბისკვიტს ყოფნის 150მლ.სეროფი როცა დანამავ 15 წუტი დაასვენე კრემავ,აწყობ და ისევ ასვენებ 4 საათით უკვე მზა ტორტს.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze