Pages

თურქული ფახლავა


ცომი
500 გ ფქვილი
1 ს.კ გამაფხვიერებელი
50 გრ. კარაქი
მარილი
1 ჭ. რძე *ფქვილს გააჩნია, მე მეთ რძე დამჭრდა რომ რბილი მასა გამომსვლოდა
1 კვერცხი
ცოტა ფქვილი ცომის ქვეშ მოსაყრელად და 1 კვერცხი ზევიდან გადასასმელად.

შიგთავისათვის
300 გ ნიგოზი და სურვილისამებრ თუ გვინდა ფისთაშკებსაც შევურევთ
300 გრ შაქარი

სიროფისათვის
1 ჭ. შაქარი
1 ჭ. წყალი
2 ცალი ლიმონი ან ლიმა და მისი ცედრა.

ამის გარდა დაგვჭირდება 250 გრ კარაქი თვითოეული გაბრტყელებული ცომზე წასასმელად.

მოვზილოთ რბილი ცომი, და გავყოთ 40 ან 50 გრამებად.მე ავზონე და ისე დავყავი თანაბარი რომ გამოსულიყო, გამოდის დაახლოებით 20 27 ბურთი.

გავაბრტყელოთ თვითოეული თხლად, როგორც შეგვიძია , ზევიდან ვუსმევთ კარაქს და ვაყრიტ შიგთვს, ისე როგორც სურათზეა, მერე ვიღებთ ჯოხს, და ვახვევთ შემდეგ კი ორივე მხრიდან შიგნითკენ შევწევთ , რომ ეს ნაოჭები გაუკეთდეს, გამოვიღებთ ჯოხს და დავდებთ კარაქ წასმულ ჟარონზე. ასევე კეთდება ყველა, ბოლოს კვერცხს ვუსმევთ ზევიდან და წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრ.
დავტოვოთ 20 წუთი, გამოვიღოთ და გადავუსვათ გამდნარი დაახლოებიტ 50 გრ კარაქი.
შევდგათ ისევ 40, 50 წუთით და ტემპერატურა დავუწიოთ 180 გრადუსამდე,
ბოლოს რომ გამოვიღებთ, ზევიდან მოვასხათ ცხელი გამზადებული სიროფი, გავაჩეროთ 3 ან 4 საათ და გემრიელად მივირთვათ .


წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze