Pages

ქლიავის პეროგი არაჟნით


12 ცალი დიდი ქლიავი

3ს.კ.ყავისფერი შაქარი(ან თეთრი)

5ს.კ.ლიქიორი ან 3 ს.კ.კონიაკი

ცომისთვის:

4ცალი კვერცხი

2 ჩ.ჭ.შაქარი(240მლ.ჭიქა)

330გრ.ფქვილი+2ჩ.კ.გამაფხვიერებელი

200გრ.კარაქი

200მლ.არაჟანი

ვანილი

მწიკვი მარილი

2 ლიმონის წვენი და ცედრა

ყალიბი 26სმ.დიამეტრის,კარაქ წასმული და შაქრით მოყრილი(ცოტა)...მე თავი დავიზღვიე და ძირზე პერგამენტის ქაღალდი ჩავუფინე.
მომზადების წესი

ქლიავები გავხლიჩოთ შუაზე,მოვაყაროთ შაქარი და მოვასხათ ლიქიორი.ასე გავაჩეროთ 1 საათამდე.

შევუდგეთ ცომის მომზადებას:

გავთქვიფოთ შაქარი და კარაქი,შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები 1 წუთის ინტერვალით(თან ვაგრძელებთ თქვეფას).

დავამატოთ არაჟანი,ამოურიოთ და დავაცრათ ფქვილი,ვანილი და მარილიც დავამატოთ.

მიღებული მასა გადავიტანოთ ყალიბში და ზემოდან ,კანით ზევით დავადოთ ქლიავები(არ დავაწვეთ ცომს).

შევდგათ ღუმელში 175 გრადუსზე და გამოვაცხოთ 1 საათის განმავლობაში(შეიძლება ოდნავ მეტიც დაგჭირდეთ რადგან ჩვენი გაზი კატასტროფულად არ ვარგა :()


გამოვიღოთ ღუმელიდან,გავაციოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა(მე ოდნავ თბილს ვაყრი).

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze