Pages

ტორტი სენატორი


ბეზეს ფენა:

3 კვერცხის ცილა

200გრ. შაქარი

1ს.კ. კრახმალი

ბეზეები:

5 ცალი კვერცხის ცილა

11/4 ჩ.ჭ. შაქარი

ლიმონის წვენი 1ჩ.კ.

მწიკვი მარილი

ბისკვიტი:

4 ცალი კვერცხი

125 გრ. შაქარი

მწიკვი მარილი

75გრ. ფქვილი+50გრ. კრახმალი( ან 1 ჩ.ჭ. ფქვილი)

0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

ვანილი

კრემის მასა ბისკვიტისთვის:

1ჩ.ჭ. რძე

0,5 ჩ.ჭ. შაქარი

80 გრ. შოკოლადი

3 ს.კ. კაკაო

80გრ. კარაქი

1-2ს.კ. კონიაკი(ან კონიაკსი ჩამბალი ალუბლები)

100გრ.დაჭრილი და მოხალული ნიგოზი(ნუში)

კრემი შარლლოტი:

8 კვერცხის გული

2ს.კ. ფქვილი

200მლ. რძე

130-150 გრ.შაქარი

ვანილი

200გრ.კარაქი

მომზადების წესი

მოვამზადოთ ბეზე.პერგამენტის ქარალდზე შემოვხაზოთ წრე 26 სმ.დიამეტრის.

გადავიტანოთ ბეზე, გავშალოთ და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობათ 80-100გრ. ტემპერატურაზე უნდა ვაცხოთ დაახლოებით 1 საათი-1,5 საათის განმავლობაში. ეს იქნება ტორტის ძირი.

გამოვაცხოთ ასევე ბეზეები ,მივცეთ მრგვალი ფორმა ,დაახლოებით 5 სმ.დიამეტრის.

მოვამზადოთ ბისკვიტი:

გავთქვიფოთ კვერცხები გათეთრებამდე და ცოტცოტა ვამატოთ შაქარი,ვთქვიფოთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.ფქვილს დავამატოთ გამაფხვიერებელი და ვანილი.

დავაცრათ კვერცხის მასას და დაკეცვის მეთოდით მივიყვანოთ ერთგვაროვან მასამდე.(ანუ კოვზის დაბლიდან ზემოთ ფრთხილი ამორევით).

გადავიტანოთ 26-24 სმ.დიამეტრის ყალიბში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით30-35 წუთის განმავლობაში.გავაციოთ ბისკვიტი,დავჭრათ კუბიკებათ,გავშალოთ ლანგარზე და მოვასხათ სოკოლადის კრემ-მასა.

კრემის მასა ბისკვიტისთვის:

შაქარი,რძე,კაკაო წამოვადუღოთ და გადმოვდგათ დავამატოთ დანარცენი ინგრიდიენტები(ნიგვზის გარდა)მივიყვანოთ ერთგვაროვან მასამდე.შევაგრილოთ და მოვასხათ ბისკვიტის მასას,მოვაყაროთ ნიგოზი.ვისაც უნდა ამოურიოს და მიიყვანოს ერთგვაროვან მასამდე,ვისაც ჭრელი ფენის მიღება სურს დატოვოს ხელუხლებელი.

მოვამზადოთ კრემი შარლლოტი:

კვერცხის გულებს დავამატოთ შაქარი,ფქვილი,ვანილი,რძე და ორთქლის აბაზანაზე მივიყვანოთ შესქელებამდე,ან ცეცხლზე მუდმივი მორევით სევასქელოთ(ადუღებამდე მივიყვანოთ!)გადმოვდგათ და გავაციოთ კრემი(უმჯობესია მაცივარში გავაჩეროთ 2-3 საათის განმავლობაში).

გავთქვიფოთ კარაქი და ტიტო კოვზი კვერცხის კრემის მასა შევათქვიფოთ.

ტორტის აწყობა:

თეფშზე გადმოვიტანოთ ბეზეს ფენა,თხლად გადავუსვათ კრემი შარლოტი.

დაახლოებით 24სმ.დიამეტრის წრეზე უნდა დავალაგოთ გაჟღენთილი ბისკვიტის მასა(ცოტა დატკეპნილივით,მჭიდროთ დავალაგოთ),ზემოდან გადავუსვათ კრემი შარლოტის ნაწილი.

მინი ბეზეების ზირზე გადავუსვატ კრემი შარლოტი და ასე მივაწებოთ ტორტის გარშემო,მივცეთ პირამიდისებური ფორმა.ბოლოს მოვაყაროთ მოხალული ნიგოზის ნაჭრები და სოკოლადი მოვასხათ.მაცივარში 4 საათით შევდგათ ,უმჯობეზია მთელი ღამით.

სასურველია წინა დღისიტ ბეზეები გამოაცხოთ და ბისკვიტი.მეორე დღეს კრემები მოამზადოთ და ააწყოთ ტორტი.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze