Pages

ბისკვიტი რულეტისთვის LUTA


45 გრამი კვერცხის გული
112 გრამი მთლიანი კვერცხი
112 გრამი შაქარი
70 გრამი კვერცხის ცილა
15 გრამი შაქარი

70 გრამი ფქვილი

ე.ი. სულ 5 კვერცხი წავიდა,( საშუალოდ 50 გრამიანები ნაჭუჭიანად ) 2 მთლიანი + 3 კვერცხის გული და მერე ის დარჩენილი 3 კვერცხის ცილა.
შაქარი სულ 6 ს. კოვზი, აქედან 5 გულთან, 1 ცილასთან. ფქვილი 4 ს. კოვზი.

 

ქვაბში მოვათავსოთ კვერცხი და კვერცხის გულები, დავაყაროთ 112 გრამი შაქარი და შევათბოთ გაზზე ხელის სათქვეფის გამუდმებული რევით 45 გრადუსმადე. თერმომეტრის უქონლობის შემთხვევაში თითით რომ შეეხებით თბილი უნდა იგრძნოთ. ჩვენი სხეულის ტემპერატურა არის 36 გრადუსი და თბილს რომ იგრძნობთ უკვე იქნება 45 გრადუსი.შემდეგ კვერცხიანი მასა გადავიტანოთ სხვა ჯამში (რადგან ქვაბი ცხელია და ტემპერატურა განაგრძობს აღმასვლას სხვა ჯამში გადატანით კი ეს არ მოხდება ) და მაღალ სიჩქარეზე კარგად ავთქვიფოთ.ასევე ცილები მოვათავსოთ სუფთა ქვაბში (იგივე ქვაბი არ გამოდგება, რადგან კვერცხის გული არ უნდა მოხვდეს ცილასთან კონტაქტში. დავაყაროთ 15 გრამი შაქარი და და შევათბოთ გაზზე ხელის სათქვეფის გამუდმებული რევით 45 გრადუსმადე. შემდეგ ცილიანი მასა გადავიტანოთ სხვა ჯამში და მაღალ სიჩქარეზე ამოვიყვანოთ მყარი ბეზე.ერცხის გულებიან მასას პორციებად დავაცრათ ფქვილი და დაბლიდან მაღლა ნაზად ამოვურიოთ.

ბოლოს კი დავამატოთ ბეზე.საცხობ ქაღალდს გადავუსვათ მსუბუქად ცხიმი და გავშალოთ ცომის მასა.შეეცადეთ რაც შეიძლება ნაზად იმოქმედოთ. მერე 230 გრადუსზე (მე სანიავებლიანი რეჟიმი გამოვიყენე )გახურებულ ღუმელში 4-5 წთ გამოვაცხოთ. გამოვიღოთ და გავაციოთ (გადახვევა-გადმოხვევა არ უნდა ).

ცივი გადმოვიღოთ საცხობი დაფიდან და მოვრთათ კრემით და გადავახვიოთ რულეტივით.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze