Pages

Linzertorte (ლინცური ტარტი) გამოყენებულია კრემი ცხობისთვის


ცომისთვის:
200 გრამი კარაქი
40 გრამი შაქრის პუდრა
225 გრამი ფქვილი
90 გრამი კვეცხის გული ( მოხარშული )
12 გრამი რომი
მწიკვი დარიჩინი
1 ლიმონის გახეხილი კანი

კრემი (ადაპტირებული ცხობისათვის ):
160 გრამი რძე
80 ნაღები
120 გრამი შაქარი
75 გრამი კვერცხის გული
15 გრამი კარტოფილის სახამებელი
ვანილი

300 გრამი მარწყვის ჯემი
მომზადების წესი

კარგად დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრა ავურიოთ ერთმანეთში.

მოხარშული გულები გავატაროთ საცერში და დავუმატოთ კარაქიან მასას + რომი.

ლიმინის კანი და დარიჩინი ავურიოთ ფქვილში და ეს ფქვილიც დავუმატოთ კარაქიან მასას.

ყველაფერი კარგად რომ შეერევა ეს მასა მოვათავსოთ საკონდიტრო ტომარაში;

კრემი:

რძე დანაღები ავადუღოდ. შიგ ჩავასხათ კვერცხის გული ათქვეფილი შაქართან და სახამებელთან ერთად + ვანილი.

როგორც კი შესქელდება კრემი გადმოვდგათ ცეცხლიდან.

აწყობა:

ფორმას წავუსვათ ცხიმი ( ფორმა 20-21 სმ დიამეტრის ) საკონდიტრო ტომრით ცენტრიდან სპირალისებურად დავსვათ ცომი ფორმის ბოლომდე. გვედებზე შემოვატაროთ სამჯერ. უნდა გავაკეთოთ ყალიბივით, კრემისთვის.

გავუკეტოთ სასურველი ფიგურული ფორმა საკონდიტრო ტომარას ფორმის თავი არ უნდა იყოს ძალიან ვიწრო, თორემ ცომს გაუჭირდება გამოსვლა.

ფხვიერი ცომის ყალიბში ჯერ ჩავდოთ კრემი (ცივი) ხოლო ზემოდან გადავუსავთ ჯემი.

იმავე საკონდიტრო ტომრით ზემოდან რომბებად დავხაზოთ. შემდეგ კიდევ შემოვატაროთ ცომის ერთი რიგი გვერდებს. ასე ზემოდან გაკეთებული ნახაზი ბოლოები დაიმალება და უფრო ლამაზი გამოვა .

ცხობა:

ცხვება 180 გრადუსი 15-20 წთ. უნდა გაცივდეს ფორმაში და მერე გადმოვიღოთ (გვერდები რომ ეხსენება ის ფორმა არის კომფორტული ამ შემთხვევაში )

საკონდიტრო ტომრით ამ ცომის ფორმაში ჩადებას ცოტა ძალის მიხმარებაც უნდა. ამიტომ შეიძლება ძირი ხელით ჩავდოთ. გვერდები და ზედაპირის დეკორაცია უკვე საკონდიტრო ტომრით მოხდეს. ამ ტიპის ცომი ცხობისას ზუსტად ინარჩუნებს დასმულ დეკორაციას. შეიძლება მომზადდეს მარტო კრემით ან მარტო ჯემით. ან სულაც შოკოლადის - ფქვილი 210 გრამი და + 10-15 გრამი კაკაო

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze