Pages

ვაშლის და მაყვლის პაი


ცომი:

  • 200 გრ. კარაქი
  • 0,5 ჭ.შაქარი (ცომი),
  • 2 კვერცხის გული
  • 1 ს.კ. არაჟანი
  • 2 ჭ. ფქვილი (320-340 გრ.)
  • ვანილი

გულსართი:

  • ვაშლი -1კგ.
  • მაყვალი 100-150 გრ.
  • შაქარი - 50 გრ.
  • 50 გრ. კარაქი
  • ლიმნის წვენი

ბეზე:

  • 0,5 ჭ.შაქარი
  • 2 კვერცხის ცილა
მომზადების წესი

ცომი:

კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით დავამატოდ 0,5 ჭ. შაქარი. შემდეგ კვერცხის გულები, 1 ს.კ. არაჟანი და დავაცრათ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.

ხის კოვზით მოვზილოთ ჯერ და ბოლოს ცოტა ფქვილი დავყაროთ მაგიდაზე და გადმოვიტანოდ ეს ცომი, ხელით ამოვზილოთ. დიდხანს არ უნდა ხელში ზელა, შეიკვრება თუ არა შევახვიოთ ცელოფანში და მაცივარში შევდოთ, სანამ მოვამზადებთ გულსართს;

გულსართი:

ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ პატარა კუბიკებად და მოვასხუროთ ლიმონის წვენი. ტაფაზე გავაცხელოთ 50 გრ. კარაქი და ამ კარაქში შევბრაწოთ ვაშლის კუბიკები.ზედ შაქარი მოვაყაროთ და განვაგრძოთ შებრაწვა საშუალო ცეცხლზე. როცა მზად იქნება გამოვრთოთ და გავაცივოთ. ვაშლი არ უნდა იყოს ფაფასავით. უნდა იყოს მთელი მაგრამ მორბილო.

აწყობა:

გამოვიღოთ ცომი მაცივრიდან და გავშალოთ ტარტის ფორმაში ან გვერდებ მოსახნელიან ყალიბში. მე არ ვაბრტყელებ ხელით ვასწორებ ყალიბშივე, დავჩხვლიტოთ ძირი ჩანგლით, რომ თანაბრად იყოს ცომი და ალაგ-ალაგ არ ამოიწიოს.

შევდგათ გამოსაცხობად წინასწარ გახურებულ ღუმელში 200-220 გრადუსზე;

ბეზე:

სანამ ძირი (ცომი) ცხვება - ავთქვიფოთ ცილები მაგარ ღრუბლამდე და ცოტა-ცოტა შევათქვიფოთ 0,5 ჭ. შაქარი.

ცომი რომ გამოცხვება გამოვიღოთ დავადოთ ზედ ვაშლი და მაყვალი ზემოდან ბეზე გადავასხათ და შევდგათ ღუმელში.

ამ დროს უნდა ჩავრთოდ ზედა წვა (გრილი) რომ ბეზე შეიბრაწოს. 10-15 წ. მზადაა. ბეზე რომ შეწითლდება.

 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze