Pages

რულეტი 'ვითომ შტრუდელი'


ცომი:
კარაქი ... 200 გრ
არაჟანი ... 200 გრ
გამაფხვიერებელი .... 1 შეკვრა
ფქვილი .... 2.5ჭიქა (240 გრამიანი)

გულსართი:
ქიშმიში ... 200გრ
ლიმონი ... 2 ცალი

შინდის ჯემი ცომზე წასასმელი

კარგად გარბირებულ კარაქს შეურევთ არაჟანს .... დაამატებთ გამაფხვიერებელს .... 
ფქვილს და მოზელავთ რბილ ცომს ... გაყოფთ 2 ნაწილად

ქიშმიშს და ლიმონს (კანიანად) დააბლემდერებთ 

გააბრტყელებთ ცომს თხლად (4-5 მმ სისქეზე) .... წაუსმევთ შინდის ჯემს ... შემდეგ წაუსმევთ ლიმონ-ქიშმიშის ნახევარ მასას ... გადაახვევთ რულეტად და გადაითანთ თუნუქის ფურცელზე .... იგივეს ჩაიდენთ მეორე ცომით და დარჩენილი გულსართით

შედგავთ ღუმელში 170გრადუსზე (საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე) და გამოაცხობთ ... შემდეგ ჩაურთავთ გრილს და შეაწითლებთ ზემოდანაც

გამოიღებთ ... მოაყრით შაქრის პუდრს (არ დაინანოთ) ... და დაჭრით ცხელ რულეტს ... თორემ ცივი დაიმტვრევა

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze