Pages

ცარსკი პეროგი


ინგრედიენტები: 5 კვერცხი. 2,5 ჭიქა შაქარი, 150 გრამი დარბილებული კარაქი ან მარგარინი, 5 სუფრის კოვზი ზეთი , 200 გრამი მაწონი ან რძე(მე მაწონს ვიყენებ მაწვნინაი ცომი უფრო მომწონს) , 1 ჩ/კ სოდა/ძმრით. 1ცალი ლიმონი კანინად(გახეხილი) , ფქვილი 3 ჭიქა (რბილი ცომი უნდა გამოვიდეს,ხელით უნდა გავაბრტყელოთ). 
ვაშლი 1,5 კგ.

ბისკვიტის მომზადება: 5 კვ გული და 1.5 ჭიქა შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარბილებული მარგარინი, ვაქციოთ ერთიან მასად. შემდეგ დავამატოთ 5ს/კ ზეთი. დავამატოთ 200 გრამი მაწონი და დავამატოთ ლიმონი კანინად გახეხილი და ბოლოს დავამატოთ სოდა-ძმრით. ბოლოს დავამატოთ ფქვილი.(ცომი ნდა გამოვიდეს რბილი). გავყოთ 4 თანაბარ ნაწილად და დავაყოვნოთ 30 წუთი. (გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე).


კრემის მომზადება: გავთალოთ ვაშლი გავხეხოთ დავამატოთ 1 ჭიქა შაქარი და დაახლოებით 10-15 წუთი დავდგათ ცეცხლზე. გადმოვდგათ და გავაგრილოთ. შემდეგ ავთქვიოთ 4 კვერცხის ცილა. ამოვიყვანოთ კარგი ბეზე ( თუ ძაან ტკბილი გიყვართ შეგიძლიათ ბეზესაც დაამატოთ შაქარი. თუ არადა ვაშლის სიტკბო სრულიად საკმარისია). შემდეგ ათქვეფილ ბეზეს დავამატოთ ვაშლის პიურე და ვაქციოთ ერთიან მასად. კრემიც მზადააა.


გაანაწილეთ კრემი 4ივე ბისკვიტზე თანაბრ ნაწილად . ბისკვიტს აუცილებლად მორჩება ნატეხები(გვერდებს თუ მოაჭრით) და ის ზემოდან მოაყარეთ. 

უმჯობესია მთელი ღამე არ გაიჭრას მაგრამ თუ იმ დღესვე გაჭრით მინიმუმ 2 საათი მაინც უდნა იყოს გასული კრემის წასმიდან.

პ.ს ბოლოს როცა მვამზადე კრემი ბეზეს და ვაშლის პიურეს ჟელატინიც( 1 სუფრის კოვზი ჟელატინი + 1 ჭიქა წყალი + 2-3 ს/კ შაქარი, დალბობილი და წამოდუღებული) დავამატე (სიმაგრისთვის და სხვათაშორის ძალიან კარგი გამოვიდა ) ......

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze