Pages

სამარხვო შოკოლადის პეჩენია კარგია


120 გრ. მარგარინი (მე "დაჩა" გამოვიყენე)
2/3 ჭ. კაკაო
2 ჭ. ყავისფერი ან თეთრი შაქარი
1/2 ჭ. წყალი
2 1/2 ჭ. ფქვილი
1/3 ჭ. შვრიის ფანტელი
1 1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი
1-2 პაჩკა ვანილი
1 ჭ. დაჭრილი ნიგოზი, ნუში ან თხილი
 
 
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე.
მარგარინი, კაკაო, შაქარი, წყალი პატარა ქვაბით დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი. ( შოკოლადის სიროპი) შემდეგ ქვაბი გადმოვდგათ და გავაციოთ ოთახის ტემპერატურამდე.
ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, შვრია, გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილი. ამ მასას დავასხათ შოკოლადის სიროპი და ხელით (ან ხის კოვზით) მოვურიოთ.
დავაყაროთ თხილი და კვლავ ამოვურიოთ.
ჟარონაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.
ცომი კოვზით დავდოთ ჟარონაზე, ოდნავ გავაბრტყელოთ სველი კოვზით და მოვაყაროთ შაქარი.
ვაცხოთ 10–15 წუთი. (რაც უფრო დიდხანს აცხობთ მით უფრო ფხვიერი გამოდის)
 
 
ორიგინიალი რეცეპტის მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ დარიჩინი ან რომელიმე სხვა სუნელი. ასევე 1 ჭ. ქიშმიში.
პეჩენია გარედან არის ფხვიერი და გული აქვს რბილი.
გამოდის საშუალოზე დიდი ზომის 24 ცალი.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze