Pages

ფინიკის ტორტი STICKY TOFFE PUDDING.


STICKY TOFFE PUDDING.
საჭიროა:
ფინიკი უკურკო-400 გრ.
წყალი-700 გრ.
სოდა-2 1/2ჩ/კ
კარაქი-125გრ.
შაქარი 375გრ.
კვერცხი-5ცალი.
ფქვილი-375 გრ.
ვანილის ესენცია-2 1/2ჩ/კ

დასანამი სოუსი: ნაღები მაღალპროცენტული-250გრ.
კარაქი-62გრ.
ყავისფერი შაქარი-100გრ.

ბისკვიტის მომზადება:
1. მოვხარშოთ უკურკო ფინიკი წყალში(დაახლოებით 10წთ),სანამ ფინიკი არ გახდება რბილი.მერე გადმოვდგათ და ჩავყაროთ სოდა.(შევაგრილოთ)
2. ამოვიყვანოთ კარაქი გათეთრებამდე შაქართან ერთად.მერე ჩავახალოთ კვერცხები სათითაოდ და ვთქვიფოთ.
3. შევურიოთ (2)-ს მოხარშული ფინიკის მასა,ანუ (1).+ფქვილი და ვანილი და კარგად ავთქვიფოთ.
გავცხიმოთ ჟარონა,დავაფინოთ ზემოდან საცხობი ქაღალდი და დავასხათ ცივზევე ცომი.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 30-40 წთ.
როცა გაგრილდება,გავჭრათ შუაზე დავნამოთ სოუსით.

სოუსი ასე მზადდება:
ავადუღოთ ნაღები,დავამატოთ კარაქი,ყავისფერი შაქარი და ვადუღოთ კიდევ დაახლოებით 3წთ.ამ ცხელი სოუსით დავნამოთ გრილი ნამცხვარი..

კრემი სურვილისამებრ.მოხარშული შედედებული რძე+კარაქი.ან ამოყვანილი ნაღების კრემი.
თავზე მოვაყაროთ ნუში ან კაკალი და შაქრის პუდრა.

სურათს ვერ დავდებ,არ მაქვს.მეგობართან მივირთვი.არის ფაფუკი.ტორტივით ფუმფულა და პირობითად "ფინიკის ტორტიც"დავარქვით

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze