Pages

მოსართავად კრემი 10კვერცხიანი ბისკვიტისთვის


1 ჩ.ჭ. შაქარი და 4 მთლიანი კვერცხისგან (გულიც და ცილაც ) მოვამზადოთ გოგლი მოგლი. უნდა გაითქვიფოს გათეთრებამდე.
დავუმატოთ 0,5 ჩ>ჭ, ხორბლის ფქვილი და 0, 5 ჩ. ჭ. სიმინდის კრახმალი გახსნილი 2 ჩ.ჭ. თბილ ნაღებში ან რძეში.
ცოტა მარილი. ეს ყველაფერი ერთად კარგად ავთქვიფოთ მიქსერით და ნელ-ნელა ჩავასხათ 0,5 ლ ცხელ რძეში
დავდგათ გაზზე გამანაწილებელზე და განუწყვეტლივ ვურიოთ ხის კოვზით .
ვადუღოთ 3-5 წუთი.

ცხელშივე ჩავაგდოთ 250 გრ თეთრი შოკოლადი. დაველოდოთ სრულად გაცივებას.

მანამდე ავთქვიფოთ გათეთრებამდე 400 გრ კარაქი 1 ჩ.ჭ შაქართან და ვანილთან ერთად.
გაცივებული კრემი ნელ - ნელა შევათქვიფოთ კარაქს.
ბოლოს შეიძლება დავუმატოთ ცოტა კონიაკი. და თუ დააკლდება გემოვნების მიხედვით შაქარი.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze