Pages

კექსიკოები 2 varianti


5 კვერცხი, 1.5 ჩ.ჭ. შაქარი, 200 გრ კარაქი (მე 100 გრამი კარაქი და 5 სუფრის კოვზი ზეთი გავუკეთე ), 200 გრამი არაჟანი (ან მაწონი), 1 პაკეტი ვანილი, 3 ჩ. ჭ. ფქვილი, 1 ჩ. კ. სოდა ძმრით.
მომზადების წესი: 5 კვერცხი მთლიანად ავთქვიფოთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე, დავუმატოთ შაქარი, დავამატოთ გამდნარი კარაქი, მოვურიოთ ხის კოვზით, + არაჟანი + სოდა ძმრით + დავაცრათ ფქვილი და ვანილი. სურვილის მიხედვით დავამატოთ ქიშმიში, ნიგოზი...
ფორმებს შიგნიდან ამოვუსვათ ფუნჯით ზეთი, ღუმელი წინასწარ გავახუროთ 180 გრადუსამდე.
ცხიმწასმულ ფორმებში მოვათავსოთ მომზადებული ცომის მასა დაახლოებით 2/3-ზე.
ცხობის წესი: ფორმები დავალაგოთ საცხობ ტაფაზე და შევდგათ ზედა/ქვედა სიმხურვალეზე 180 გრადუსზე 10 წთ (ჩემს დენის ღუმელში ასე მაქვს დამუღამებული), როცა ცომი ამოფუვდება ფორმაში და მთლიანად შეავსებს მას, და ცოტა ამოიბურცება, გამოვურთოთ ზედა სიმხურვალე და დაახლოებით 15 წუთი იყოს მხოლოდ ქვედა 200 გრადუს ტემპერატურაზე. ეს დრო საკმარისია გამოსაცხობად, თუმცა ღუმელის თავისებურებების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს.
 გამოდის 33 ცალი პატარა ტარტალეტკის ფორმა.

http://forum.ge/?f=82&showtopic=34268157&st=240 SERIOZUL 4 ც კვერცხი+ 2/3 ჭ შაქარი+ 1/2 ჭ მაწონში გახსნილი 1/2 ჩ/კ სოდა და 1/2 პაკეტი გამაფხვიერებელი+გამდნარი 100გრ მარგარინი+1 პაკეტი შაქრიანი ვანილი+2 ჭიქამდე ფქვილი(შეიძლება დამატება დაგჭირდეს, მასა უნდა იყოს სქელი არაჟნისებური).სურვილისამებრ შეგიძლია ლიმნის ცედრა ან ქიშმიში გაუკეთო, ძალიან უხდება.

მინი კექსები ლიმონით  http://ratatui.me/2012/05/01/mini-keqsi-limonit/

100 გ შაქარი
1 კვერცხი
4 ს.კ არაჟანი
1/2 ჩ.კ სოდა
1 პატარა ლიმონი
5-6 ს.კ ფქვილი
2ს.კ ზეთი

ლიმონი გაჭერით,გამოაცალეთ კურკები და დააბლენდერეთ. თუ სქელი კანი აქვს, აათალეთ ყვითელი ნაწილი, ზედმეტი თეთრი კანი მოაშორეთ და რბილობი და ყვითელი ნაწილი დააბლენდერეთ.

შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ მთლიანი დაბლენდერებული ლიმონი, სოდა, არაჟანი, აურიეთ და დააცერით ფქვილი. ბოლოს დაამატეთ ზეთი. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.

გაანაწილეთ ფორმებში და გამოაცხეთ 30 წთ 180 გრადუსზე. თავზე მოასხით გამდნარი თეთრი შოკოლადი, შაქრიანი გლაზური ან უბრალოდ პუდრა მოაყარეთ.

 

 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze