Pages

ღვეზელი არაჟნისა და ალუბლის მურაბის გულსართით SERIOZUL


: 4ც კვერცხი და 2/3 ჭიქა შაქარი კარგად ათქვიფეთ+ 1/2 ჭიქა მაწონში გახსნილი 1/2ჩ.კ სოდა(მე მაწონი ცოტა გავწურე)+120გრ დამდნარი მარგარინი(ან კარაქი), მე ონა გამოვიყენე+ვანილი+1,5-2  ჭ-მდე ფქვილი და თუ საჭირო იქნება კიდევ დაუმატეთ ისე, რომ მიიღოთ სქელი არაჟნისებური მასა.ფქვილის მასა არ დმითვლია რადგან სულ თვალით ვაკეთებ 

გულსართი1: 150გრ სქელი არაჟანი(მე ქობულეთური მქონდა)+ 1 ს/კ რბილი კარაქი+1,5 ს/კ შაქარი+ 2 ს/კ ფქვილი. ეს ინგრედიენტები კარგად ავურიოთ მიქსერით და გადავდოთ.
ცომის 2/3 გადმოიტანეთ ცხიმ და ფქვილმოყრილ ფორმაში, ზემოდან გადაანაწილეთ არაჟნიანი გულსართი და ალუბლის ნაყოფი, შემდეგ კი ზემოდან გადავანაწილოთ ცომის დარჩენილი 1/3 ნაწილი., გამოაცხვეთ პირველი 10-15 წუთი ჯერ 150 გრადუსზე, მერე კი მოუმატეთ ტემპერატურას 180 გრადუსამდე.
გულსართი 2: 250გრ ხაჭო(კარგად დასრესილი)+ დამდნარი 1ს/კ კარაქი+ 3ს/კ შაქარი+2ს/კ არაჟანი(ზოგჯერ არ ვუკეთებ)+ 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი.

:ღვეზელისთვის კექსებთან შედარებით ოდნავ თხელ მასას ვაკეთებ(კოვზით რომ აიღებ და სქელი სგუშონკასავით რომ გადმოიწუწება

სხვა ვარიანტი  --3-4ც ვაშლი გაფცქვენი და დაჭერი პატარა კუბიკებად,აურიე ცომის მასაში და ჩაასახი უკვე დაცხიმულ ფორმაში,შემდეგ კი ჯემი ჩაის კოვზით ცომის მასის ზედაპირზე გადაანაწილე სურვილისამებრ(ოღონდ ძაან ბევრი არ მოგივიდეს). სულ ეგაა. გამოაცხვე ღუმელში 170გრადუსზე დაახლოებით 25 წუთი.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze