Pages

მარტივი რეცეპტი ჩიზკეიკი


მასალა:
150 გრ. სავოიარდი
60გრ. გამდნარი კარაქი
1 კგ. მასკარპონე, ან ნებისმიერი cream cheese
300 გრ. შაქარი
180 მლ. რძე
4 კვერცხი
250 გრ. არაჟანი
ვანილი
30 გრ. ფქვილი

მომზადება:
გავაცხელოთ ღუმელი 180°C-მდე. სავოიარდის ორცხობილა მოვათავსოთ პარკში და დავფხვნათ ცომის საბრტყელებლის მეშვეობით. ჯამში ავურიოთ დაფხვნილი ორცხობილა და გამდნარი კარაქი, გამზადებული მასა კარგად ცჰავტკეპნოთ საცხობი ფორმის ძირში.
ცალკე ჯამში ავთქვიფოთ მასკარპონე შაქართან ერთად, ფაფუკი მასის მიღებამდე, შევურიოთ რძე და სათითაოდ კვერცხი. დავამატოთ არაჟანი, ვანილი და ფქვილი. (დიდხანს თქვეფა არ არის მიზანშეწონილი). მიღებული მასა დავასხათ გამზადებულ ძირზე და ვაცხოთ ღუმელში ერთი საათი.
რომ არ გამოშრეს და არ დასკდეს, ფორმას ძირზე ალუმინის ფოლგა შემოახვიეთ და წყლიან ტაფაში ჩადგით ცხობისას.
გამოცხობის შემდეგ ნამცხვარი ღუმელიდან არ გამოიღოთ, აცადეთ გაგრილდეს დახურულ ღუმელში 5-6 საათი (შეიძლება ღამით გაკეთება და მთელი ღამით დატოვება).
გაგრილებული ნამცხვარი გადმოიტანეთ თეფშზე და შედგით მაცივარში გასაციებლად.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze