Pages

ვაშლის ღვეზელი მაწვნით


საჭირო მასალა
250 გრ მარგარინი
ფქვილი 500-600 გრამი
200 გრამი შაქარი
ვაშლი 1 კგ
3- 4 სუფრის კოვზი შაქარი ვაშლისთვის
0.5.ლ მაწონი
ვანილი

მომზადების წესი
გულსართი:
დათალეთ ვაშლი და გახეხეთ. მოაყარეთ შაქარი და გადაიტანეთ საწურში რომ გაუვიდეს წვენი,გააჩერეთ იმდენი ხანი რამდენი დროც დაგჭირდებათ ცომის მომზადებისთვის
ცომი
დარბილებული მარგარინი დაჭერით და მოათავსეთ ჭურჭელში სადაც ცომ ს მოზელთ, დაამატეთ შაქარი და ათქვიფეთ, დაამატეთ მაწონი და კვლავ ურიეთ,დააცერით ცოტა ფქვილი ამ დაცრილ ფქვილზე დააყარეთ სოდა და ვანილი და ურიეთ თან აცერით ნელნელა დარჩენილი ფქვილი,ცომი რომ შეიკვრება მოაგუნდავეთ და დაასვენეთ,ცომის ერთი მესამედი მოჭერით და გადადეთ,დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ ცხიმწასმულ ფორმაზე ,ბოლოები ოდნავ ამოუკეცეთ.გადაანაწილეთ გახეხილი ვაშლი.გადადებული ცომი გააბრტყელეთ და გამოჭერით ლენტები.ზევიდან შეგიძლიათ მოწნათ კალათასავით.
გამოაცხვეთ 200 გრადუსზზე.ზევიდან შეფერეთ სურვილისამებრ

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze