Pages

guruliqali-ს რულეტი


5 კვ. ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, თანდათან დავამატოთ 1 ჩ. ჭ. შაქარი, ამ 5 კვერცხის გული ცალკე ჭიქაში კოვზით ავთქვიფოთ და ამის მერე შევურიოთ ცილის მასას, ვთქვეფთ მიქსერით, კარგად ათქვეფის მერე გადავდოთ მიქსერი და კოვზით შევურიოთ ამ მასაზე დაცრილი 1 სადილის კოვზი კარტოფილის ფქვილი და 1 ჩ. ჭ. ფქვილი, ვანილი. ღუმელი წინასწარ გავაცხელოთ 200 გრადუსზე, ღუმელის ტაფა დაახლოებით 32 სმ ოთხკუთხედი, უნდა იყ ოს ცივი, ცხიმწასმული და ოდნავ ფქვილმოყრილი (ბევრი ფქვილი არ უნდა, ბისკვიტს ჩააგდებს), ვაცხოთ 180 გრადუსზე, ცხვება მალე, მე თავიდან ორივეს ვურთავ ზედა-ქვედას, მერე 5 წთ-ის მერე გამოვრთავ ზედას და სიმხურვალეს ვუმატებ 250-მდე (დენის ღუმელი მაქვს),
სანამ ბისკვიტი ცხვება, 1 ცალი ვაშლი დიდი ზომის და 1 ლიმონი (კანიანად, კურკებისგან გასუფთავებული), გავატაროთ ერთად და ჯამს გვერდით მივუდგათ 1 ჭიქა შაქარი, თავიდანვე არ შეურიოთ, თორემ "გაწყალდება", შაქარი უნდა ავურიოთ უშუალოდ ბისკვიტზე დატანის წინ, ეს მნიშვნელოვანია!
როგორც კი ღუმელში ბისკვიტის მასას თავი შეუწითლდება, დაახლოებით 20 წუთში (მეტი არ დაჭირდება), გამოდგით, გვერდებზე შემოვატაროთ დანა ან ხის ბრტყელი ნიჩაბი, რომ გადმოღებისას სირთულე არ შეექმნას, თავზე დავაფაროთ სამზარეულოს ტილო და გადმოვაბრუნოთ მასზე, სანამ თქვენ ბისკვიტი გადმოგაქვთ ტილოზე, დამხმარეს დაბეჯითებით სთხოვთ (თუ დამხმარე არ გყავთ, ღუმელიდან გამოღებამდე მოამზადეთ, ორი წუთი არაფერს არ წყვეტს), რომ შეურიოს ვაშლი-ლიმონის მასას შაქარი, ისიც ურევს სწრაფად და მაშინვე გადმოაპირქვავებთ ამ მასას ტილოზე დაფენილ გამომცხვარ ბისკვიტზე. რულეტის გადახვევა ტილოს საშუალებით პეპის აქვს მშვენივრად აღწერილი თავის ბლოგზე, ანუ, ვახვევთ ტილოს დახმარებით და ცხელ-ცხელს ვაყრით შაქრის პუდრას. სულ ეს არის. რულეტის შიგთავსი სხვადასხვანაირი გამიკეთებია, შინდით, სხვა ცოცხალი ხილით და კრემით, კაპუჩინო-ნარევი შოკოლადიანი მასით, მაგრამ საერთო-სახალხო აზრი ასეთია, რომ ეს უბრალო ვაშლი-ლიმონის შიგთავსიანი ყველას სჯობია.
სამწუხაროდ ასე თეორიულად აგიწერეთ, ალბათ პეპისთანაც დავდებ მერე სურათებით, პრინციპში ჩემს სახლში ნებისმიერი წვეულების სურათზე ფიგურირებს ყველა დროში და სიტუაციაში.
ხო, რაც მთავარია, ეხლა "ხეზე ასვლებსაც", დაგიწერთ: ხეზეასვლა1 - ვაშლი-ლიმონის მასისთვის შაქრის ბოლო მომენტში შერევა 2 - ტაფაზე ცომის მასის გადმოტანისას ცომის მასიანი ჯამი ცოტა დააცილეთ ტაფას და ზემოდან "დაუშვით  ( chiqa 200gramiania )

ქვემოდან, გაცხიმულ კალკამდე, გაზეთის რამოდენიმე ფენა ჩააფინე, არ მიიწვავს

 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze