Pages

სამეფო კექსი


 

120 გრ.ქიშმიში

2 ს.კ. კონიაკი(რომი,ლიქიორი)

40გრ.ლიმონის და ფორთოხლის ცუკატები

1ლიმონი

250გრ.დარბილებული კარაქი

200-230 გრ.შაქარი

5ცალი კვერცხი

200გრ.ფქვილი

50გრ.კრახმალი(სიმინდის)

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

შაქრის პუდრი მოსაყრელად

კექსის ყალიბი მოგრძო ფორმის 30სმ.

ან მრგვალი ყალიბი

მომზადების წესი

ქიშმიშსს დავასხათ კონიაკი და გავაჩეროთ 1 საათის განმავლობაში.

ცუკატები დავჭრათ.

ლიმონს ცედრა მოვახეხოთ.

მოვამზადოთ ყალიბი:წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ცოტა საფანელი ან ფქვილი.

გავახუროთ 200გრადუსამდე ღუმელი.

კვერცხის ცილები და გულები ცალკე ჯამებში მოვათავსოთ.

კარაქი და შაქრის 150გრ.გავთქვიფოთ გათეთრებამდე,დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.

შევათქვიფოთ კვერცხის გულები,ცოტცოტა დამატებით.

გავთქვიფოთ დანარჩენი 50გრ.შაქარი და კვერცხის ცილა ჰაეროვან მასამდე(ანუ შაქარი ცოტცოტა დავამატოთ გათქვეფილ ცილის მასას).

ლიმონის ცედრა დავამატოთ კარაქის მასაში და ცილის 1/3 შევურიოთ ფრთხილად(ზემოდან ქვევით ამორევით).

ფქვილი+გამაფხვიერებელი ერთად დავაცრათ კიშმიშს,ამოურიოთ.

ცილის დანარჩენი მასა კიდე ფრთხილად შეურიოთ კარაქის მასაში და ფქვილიანი ქიშმიშის მასაც ასევე დავამატოთ.

გამოგვივა ნაზი ცომის მასა.გადავიტანოთ ყალიბში.

გამოვაცხოთ ასე 15 წუთის განმავლობაში,გამოვხსნათ ღუმელი,დანის წვერით ზედაპირი ცომს გაუჭრათ სიგრძეზე და ისევ გავაგრძელოთ ცხობა უკვე 170 გრადუსზე,ანუ უნდა დაუწიოთ ღუმელის ტემპერატურას.ვაცხოთ კიდევ 40-45 წუთის განმავლობაში.ფაკტიურად ლამაზ ოქროს ფერს მიიღებს კექსი და ზედაპირის შეხებისას ის ნაზი და ამ დროს გუბკის ეფეკტის იქნება.

გამოვიღოთ ღუმელიდან და კიდევ 30 წუთის განმავლობაში ვაცალოთ ყალიბში ყოფნა.მერე გადმოვიღოთ და ბოლომდე გავაციოთ.მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze