Pages

კივის ნამცხვარი


6 კვერცხი
2 ჭიქა შაქარი
200 გრამი კარაქი
4 სუფრის კოვზი მაწონი
4 სუფრის კოვზი ნაღები (ამჯერად 30% მქონდა)
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
10–15 ცალი კივი (კივის რაოდენობა დამოკიდებულია რამხელაა თუნუქის ფურცელი რაზეც ცომი უნდა გამოცხვეს)
4–5 ჭიქა ფქვილი (სავსე თავმოდგმული ჭიქა)
ვანილი
მომზადების წესი
სანამ ცომის მომზადებას დავიწყებთ დავთალოთ კივი და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად დავაყაროთ შაქარი ისე, რომ დაიფაროს დავასხათ ოდნავ წყალი და წამოვადუღოთ. რომ ადუღდება გადავწუროთ, იდგეს და შეგრილდეს.

ცომი:
კვერცხი, შაქარი კარგად ავთქვიფოთ – აფუმფულდეს
შემდეგ შევათქვიფოთ კარაქი (ან მარგარინი)
ჩავყაროთ გამაფხვიერებელი, ვანილი და მაწონი და ნაღები
მალევე ჩავყაროთ ფქვილი და ცომიც მზადაა –
(უნდა იყოს მსუბუქი ცომი ანუ ფქვილს დააკვირდით – სასურველია თუ ფქვილს ჩააცრით მასაში)
გადავიტანოთ დიდ თუნუქის ფურცელზე – შეიძლება იყოს ოთხკუთხედი ან მრგვალი – როგორიც მოგესურვებათ
კარგად მოვასწოროთ დანით და ზემოდან დავადოთ ეს გაწურული კივი და დანითვე ოდნავ ავურიოთ ზემოდან ამ ცომს
ცხვება საშუალოზე დაბალ ცეცხლზე – ტემპერატურას ვერ გეტყვით ჩემი ინდეზიტი არ მელაპარაკება და არ მეუბნება რამდენი გრადუსია შიგნით :)
მზაობა შეამოწმეთ ასანთის ან სპეციალური ჩხირით
დამატებითი ინფორმაცია
ყველა ინგრედიენტი შეეცადეთ იყოს ერთი ტემპერატურის და ყველაფერი კარგად იქნება

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze