Pages

წითელი ხავერდის ტორტი


ბისკვიტისთვის:

200გრ.ფქვილი

10გრ.კაკაო

85გრ.კარაქი

200გრ.შაქარი

2 პატარა ზომის კვერცხი

ვანილი

180მლ.კეფირი

1,5 ს.კ. გახსნილი წითელი საღებავი

¾ ჩ.კ. სოდა

¾ ჩ.კ.ძმარი

ცოტა მარილი

კრემისათვის:

500მლ.ნაღები

200-300 გრ.მოხარშული კრემი "პატისიერი"

ყალიბი 26-28 სმ.
მომზადების წესი

ბისკვიტი:

გავთქვიფოთ შაქარი და კარაქი, თითო კვერცხი შევათქვიფოთ.

ფქვილი, კაკაო, მარილი, ვანილი აურიოთ ერთმანეთში.

კეფირში ჩავასხათ წითელი საღებავი.

კარაქიან მასას დავამატოთ ფქვილის ნაწილი, მერე კეფირის მასა. ისევ ფქვილი და კეფირის მასა, დავაბოლოვოთ ფქვილით, თან ნაზათ შევურიოთ ერთმანეთში.

გავხსნათ სოდა ძმრით და დავამატოთ ცომში, ამოვურიოთ საბოლოოდ და ჩავასხათ პერგამენტ ჩაფენილ ყალიბში.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-40 წუთის განმავლობაში, შეიძლება მეტი დრო დაგჭირდეთ (ჩხირით გაუსინჯეთ ბისკვიტს გამოცხობა).

გამოვაცხოთ ორი ბისკვიტი.

კრემი:

გავთქვიფოთ ნაღები და შეურიოთ მოხარშული კრემი.

კრემ პატისიერი:

300მლ. რძე

3 ცალი კვერცხის გული

ვანილი

100-150გრ.შაქარი

20გრ.ფქვილი

20გრ.კრახმალი

მოვხარშოთ კრემი და გავაციოთ.

ბისკვიტები გავჭრათ შუაზე. გადავუსვათ კრემი. მოვრთოთ სურვილის მიხედვით.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze