Pages

შოკოლადის და ბეზეს ტორტი


ბისკვიტი: 5 კვერცხის ცილა, 180 გ შაქარი , 1,5 ს.კ კაკაო, 1 ჭიქა მსხვილად დაჭრილი ნიგოზი (მე ბლენდერში დავაბზრიალე 1-2-ჯერ)
კრემი: 150 გ შოკოლადი, 100 გ კარაქი, 2 სავსე ჩ.კ კაკაო, 1 ჩ.კ ბრენდი
მომზადების წესი
ცილებისგან ბეზე ათქვიფეთ და შეურიეთ შაქარი.
ამ მასას აკურატულად გადაურიეთ კაკაო (დააცერით) და ნიგოზი.
გამოაცხეთ 2 თანაბარი ზომის ან 1 დიდი ფირფიტა ცხიმწასმულ ქაღალდჩაფენილ ფორმაში, 150-160 გრადუსზე 30 წთ. ფირფიტები უნდა იყოს 1,5-2 სმ სისქეში.
თუ მთლიანი ფირფიტა გამოაცხეთ, გაჭერით 2 თანაბარ ნაწილად.
გამომცხვარი ბეზე გააციეთ და მოაძვრეთ ქაღალდი.
მოათავსეთ ჯამში შოკოლადი, კარაქი, კაკაო და ორთქლზე გაადნეთ . უნდა იყოს, პრიალა, ერთგვაროვანი მასა.დაამატეთ ალკოჰოლი. ცოტა შეაგრილეთ და ნახევარი დაასხით ერთ ფირფიტას, გაანაწილეთ მთელ ზედაპირზე, დაადეთ მეორე ფირფიტა და ოდნავი დაწოლით გაასწორეთ ერთმანეთზე.
დარჩენილი კრემი დაასხით ზემოდან. შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი, მოხალული ნიგოზი

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze