Pages

სნიკერსი


10 ცალი კვერცხის გული ავთქვიფოთ 2 ჭიქა შაქართან ერთად + 350 გრამი ან კარაქი დარბილებული და 3 ს/კოვზი თაფლი 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით . ვანილი, 6 ჩაის ჭიქა ფქვილი.ყველაფერს კარგად ავურევთ და მიღებულ მასას გავყოფთ სამ ტოლ ნაწილად.
ცომს დავდებთ თბილ ადგილზე.
10 კვერცხის ცილისაგან გავაკეთებთ ბეზეს და დავუმატებთ 3 ჩაის ჭიქა შაქარს+ვანილი. გავაკეთოთ ბეზე.
გავაბრტყელებთ ერთ ცომს ფორმაზე რომელზეც უნდა გამოვაცხოთ და თვალით გავყოფთ ბეზეს და მესამედს წავუსმევთ ცომს. ერთად გამოვაცხობთ ორივეს, ასე გავიმეორებთ სამივე შემთხვევაში.
კრემი.
2 ქილა მოხარშული სგუშონი და 200 გრამი კარაქი კარგად ავთქვიფოთ+მოხალული მიწის თხილი, და ვანილი.
კრემს წავუსმევთ სამივე ფენას.
100 გრამ შოკოლადის ფილას დავარბილებთ და დავუმატებთ 1 ს/კ კარაქს და მოვასხავთ ზევიდან მოვრთავთ სურვილისმიხედვით
ესარის სნიკერსი ხრაშუნა და ძალიან გემრიელი

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze