Pages

რულეტი


ცომი:

4 ცალი კვერცხი

100გრ.შაქარი

ვანილი

75გრ.ფქვილი

50გრ.კრახმალი სიმინდის

გულსართი:

4 ცალი მანდარინი

12გრ.ჟელატინი

125მლ.გაციებული ჩაი

2 კვერცხის გული

50გრ.კრემ-ჩიზი(ან ხაჭო)

500მლ.ნაღები 36%
მომზადების წესი

მოვამზადოთ ბისკვიტის ცომი,პერგამენტ გადაფარებულ თუნუქის ფურცელზე გავასწოროთ ცომი და გამოვაცხოთ მეორე სართულზე(ღუმელის)175 გრადუსზე 12 წუთის განმავლობაში.

ცხელივე გადავახვიოთ და გავაციოთ.ფრთხილად გავშალოთ,თან პერგამენტის ქაღალდი მოვაცილოთ.

მოვამზადოთ გულსართი,გადაუცვათ,ისევ მოვახვიოთ და მაცივარში გავაჩეროთ მინიმუმ 2 საათით.ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

გულსართი:

ჟელატინს დავასხათ 50მლ.ცივი ჩაი და გავაჩეროთ გასაფუებლად.

2-3 მანდარინი გავცქვნათ,გავაცალოთ თხელი კანი და ჩაისთან ერთად(რაც მოგვრჩა) წამოვადუღოთ,გადავწუროთ .ცხელ ჩაის ნაყენში გავხსნათ ჟელატინი(კარგად რომ დადნეს).

კვერცხის გულები და 50გრ.შაქარი გავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კრემ-ჩიზი ,ჟელე ნარევი ჩაი და დავდგათ გარეთ შესაკვრელად.

გავთქვიფოთ ნაღები , დავამატოთ მანდარინები და ჟელეს მასა.გამოგვივა სასიამოვნო კონსისტენციის კრემი

http://forum.ge/?f=82&showtopic=34203192&st=330

5 კვ. ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე, თანდათან დავამატოთ 1 ჩ. ჭ. შაქარი, ამ 5 კვერცხის გული ცალკე ჭიქაში კოვზით ავთქვიფოთ და ამის მერე შევურიოთ ცილის მასას, ვთქვეფთ მიქსერით, კარგად ათქვეფის მერე გადავდოთ მიქსერი და კოვზით შევურიოთ ამ მასაზე დაცრილი 1 სადილის კოვზი კარტოფილის ფქვილი და 1 ჩ. ჭ. ფქვილი, ვანილი. ღუმელი წინასწარ გავაცხელოთ 200 გრადუსზე, ღუმელის ტაფა დაახლოებით 32 სმ ოთხკუთხედი, უნდა იყ ოს ცივი, ცხიმწასმული და ოდნავ ფქვილმოყრილი (ბევრი ფქვილი არ უნდა, ბისკვიტს ჩააგდებს), ვაცხოთ 180 გრადუსზე, ცხვება მალე, მე თავიდან ორივეს ვურთავ ზედა-ქვედას, მერე 5 წთ-ის მერე გამოვრთავ ზედას და სიმხურვალეს ვუმატებ 250-მდე (დენის ღუმელი მაქვს),
სანამ ბისკვიტი ცხვება, 1 ცალი ვაშლი დიდი ზომის და 1 ლიმონი (კანიანად, კურკებისგან გასუფთავებული), გავატაროთ ერთად და ჯამს გვერდით მივუდგათ 1 ჭიქა შაქარი, თავიდანვე არ შეურიოთ, თორემ "გაწყალდება", შაქარი უნდა ავურიოთ უშუალოდ ბისკვიტზე დატანის წინ, ეს მნიშვნელოვანია!
როგორც კი ღუმელში ბისკვიტის მასას თავი შეუწითლდება, დაახლოებით 20 წუთში (მეტი არ დაჭირდება), გამოდგით, გვერდებზე შემოვატაროთ დანა ან ხის ბრტყელი ნიჩაბი, რომ გადმოღებისას სირთულე არ შეექმნას, თავზე დავაფაროთ სამზარეულოს ტილო და გადმოვაბრუნოთ მასზე, სანამ თქვენ ბისკვიტი გადმოგაქვთ ტილოზე, დამხმარეს დაბეჯითებით სთხოვთ (თუ დამხმარე არ გყავთ, ღუმელიდან გამოღებამდე მოამზადეთ, ორი წუთი არაფერს არ წყვეტს), რომ შეურიოს ვაშლი-ლიმონის მასას შაქარი, ისიც ურევს სწრაფად და მაშინვე გადმოაპირქვავებთ ამ მასას ტილოზე დაფენილ გამომცხვარ ბისკვიტზე. რულეტის გადახვევა ტილოს საშუალებით პეპის აქვს მშვენივრად აღწერილი თავის ბლოგზე, ანუ, ვახვევთ ტილოს დახმარებით და ცხელ-ცხელს ვაყრით შაქრის პუდრას. სულ ეს არის. რულეტის შიგთავსი სხვადასხვანაირი გამიკეთებია, შინდით, სხვა ცოცხალი ხილით და კრემით, კაპუჩინო-ნარევი შოკოლადიანი მასით, მაგრამ საერთო-სახალხო აზრი ასეთია, რომ ეს უბრალო ვაშლი-ლიმონის შიგთავსიანი ყველას სჯობია.

ვაშლი-ლიმონის მასისთვის შაქრის ბოლო მომენტში შერევა უკვე დავწერე, 2 - ტაფაზე ცომის მასის გადმოტანისას ცომის მასიანი ჯამი ცოტა დააცილეთ ტაფას და ზემოდან "დაუშვით", ასე უფრო ფორებიანი გამოდის

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze