Pages

კექსი თეთრი შოკოლადის და ყავის.


3 ცალი კვერცხი

180გრ.ფქვილი

130გრ.კარაქი

150გრ.შაქარი

მწიკვი მარილი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

100გრ.თეთრი შოკოლადი+5 ს.კ.რძე

3ს.კ.ხსნადი ყავა+5ს.კ.რძე.
მომზადების წესი

გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი.შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხის გულები.დავამატოთ ვანილი და მარილი.

ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთში გადაურიოთ და დავამატოთ კვერცხის მასას,ამოურიოთ ერთგვაროვან მასამდე.

კვერცხის ცილები კარგათ გავთქვიფოთ და ცომს შეურიოთ დაკეცვის მეთოდით.

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი+რძე.

გავხსნათ ყავა რძეში.

ცომის მასა გავყოთ 2/3 ნაწილი+შოკოლადი გადაურიოთ და 1/3 მასა+ყავა შევურიოთ.

კექსის ყალიბს წაუსვათ კარაქი,მოვაყაროთ ცოტა ფქვილი.თეთრი ცომის ნახევარი ყალიბში გავანაწილოთ,ზემოდან მთლიანად ყავის ცომი დავადოთ,ზემოდან ისევ თეთრი ცომი და ჩანგლით ცოტა ამოურიოთ მასას(გამოგვივა ლამაზი ჭრელი უზორი).

გამოვაცხოთ 170გრადუსზე 40-50 წუთის განმავლობაში.5 წუთი გავაციოთ ყალიბში და მერე ამოვიღოთ კექსი,გავაციოთ ბოლომდე.

მოვაყაროთ შაქრის პუდრი ან თეთრი მინანქარი მოვასხათ.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze