Pages

ფორთოხლის ნაზი ნამცხვარი


2 ფორტოხალი
6 კვერცხი
250 გ შაქარი
75 გ ფქვილი
75 გ კარტოფილის სახამებელი
200 გ ფორთოხლის ჯემი
შაქრის პუდრა
ფორტოხლის კარამელიზებული კანი
მომზადების წესი
ფორთოხალს გააცალეთ ცედრა და სულ ცოტა წყალში წამოადურეთ 20 გ შაქართან ერთად.
გააცალკევეტ კვერცის ცილები და გული.
ერთ თასში ათქვიფეთ გულები და 180 გ შაქარი. შეათქვიფეთ ცედრა თავისივე ტკბილ წვენთან ერთად. დააცერით ფქვილი და სახამებელი.
ცალკე ათქვიფეთ ცილები და მწიკვი მარილი. მიღებული მკვრივი ბეზე დელიკატურად შეურიეთ გულებიან მასას.
ცომი ჩაასხით დაახლოებით 22 სმ დიამეტრის ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
ფორტოხლებს გამოწურეთ წვენი და დარჩენილი შაქარი დაამატეთ. შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. ცოტა რომ დაიკლებს და სიროპი მომზადდება, გამორთეთ და გააგრილეტ.
გამომცხვარი ნამცხვარი გააცივეთ, გაჭერით ორად შუაზე და დანამეთ მიღებული სიროპით. წაუსვით ფორთოხლის ჯემი და დაადეთ მეორე ნახევარი.
თვზე მოაყარეთ შაქრის პუდრა და მორთეთ კარამელიზებული კანებით
პ.ს. კანის კარამელიზება ძალიან ადვილია. შაქარს გაადნობთ დაბალ ცეცხლზე ისე რომ არ გამუქდეს და რამდენიმე წუთით ჩაყრით ფორთოხლის თხელი კანის ნაჭრებს (თეთრი ფენის გარეშე), შემდეგ გადმოიღებთ და შეაშრობთ

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze