Pages

თხილის ტორტი.


ცომისათვის:

100გრ. შოკოლადი

125გრ.კარაქი

120გრ.შაქარი

4 ცალი კვერცხი

75გრ.ფქვილი

75გრ.დაფქვილი თხილი

2ს.კ.ნაღები 20% ან მეტი ...ან რძე

1ჩ.კ.გამაფხვიერებელი

კრემისათვის:

1 შეკვრა პუდინგი+1ს.კ.ფქვილი

500მლ.რძე

80გრ.შაქარი

ვანილი

2ს.კ. მოხარშული შესქელებული რძე

250გრ.კარაქი

მოსართავად:

200გრ.თხილი

125გრ.შაქარი

10გრ.კარაქი

30გრ.შოკოლადი
მომზადების წესი

ცხვება 26სმ. დიამეტრის ყალიბში. შეგიძლიათ გამოაცხოთ ერთი ბისკვიტი და მერე გაჭრათ შუაზე.მე ორად გავყავი ცომის პორცია და ორი ბისკვიტი გამოვაცხე :).ცოტა ყავის ტკბილი ნაყენით დავნამე.

მოვამზადოთ ცომი:

გავყოთ კვერცხის გული და ცილები ცალცალკე.

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი+კარაქი+ნაღები.

გავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქრის ნახევარი.დავამატოთ შოკოლადის მასა.

ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთში შეურიოთ და დავაცრათ კვერცხის მასას,დავამატოთ თხილი.კარგად ამოურიოთ.

გავთქვიფოთ კვერცხის ცილები დანარჩენ შაქრის ნაწილთან და ცომის მასაში ფრთხილად გადავურიოთ.დაკეცვის მეთოდით,ნაზად...

ყალიბს ჩაუფინოთ პერგამენტის ქაღალდი და ჩავასხათ ცომი.

გამოვაცხოთ 175 გრადუსზე 30წუთის განმავლობაში(ღუმელი გამოაღეთ და ხის ჩხირით ნახეთ თუ ბისკვიტი მზად არის).

გავაციოთ ბისკვიტი და შუაზე ფრთხილად გავჭრათ.

მოვამზადოთ კრემი:

პუდინგის ფხვნილი+ფქვილი და 100მლ.რძე გავხსნათ.

დანარჩენი რძე გავაცხელოთ, დავამატოთ შაქარი,ვანილი და პუდინგიანი მასა ჩავასხათ+თან სულ ურიოთ.ვამზადოთ დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე.გადავაფაროთ ცხელს საჭმელი პლიონკა და გააციეთ.

კარაქი და შესქელებული რძე გავთქვიფოთ და შევათქვიფოთ პუდინგის მასა.

გამოვა ფაფუკი კრემის მასა.

თხილი გავშალოთ ტაფაზე,მოვშუშოთ,გავაცალოთ კანი.

ასევე ტაფაზე(სქელ ძირიანზე)დავყაროთ შაქარი,დავადნოთ,დავამატოთ კარაქი და დავყაროთ თხილი.ტაფიდან გადავიტანოთ ზეთ წასმულ(ცოტა)თეფშზე გასაციებლად.

ბისკვიტის ერთ ფენას გადაუსვათ კრემის ნაწილი,დავაფაროთ მეორე ბისკვიტის ნაწილი ..ასევე გადაუსვათ კრემი ზემოდან და გვერდებზე.

კარამილიზირებული თხილი მოვათავსოთ ზემოდან და გამდნარი შოკოლადი მოვასხათ ცოტათი.ან მოვრთათ სურვილის მიხედვით.

ტორტი უნდა იდგეს გაჭრამდე მინიმუმ 3-4 საათი მაცივარში.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze