Pages

ჩიზი ნადუღით


მინდოდა მსხვილი ყოფილიყო და დოზები თითქმის გავაორმაგე, აქ საწყის დოზებს დავწერ

კორჟისთვის
200 გრამი "პეჩენია" (მე იუბილეინაია ავიღე "გლეხურად":D)
60 გრამი კარაქი (რახან ეს პეჩენია თვითონ ცხიმიანია , მე კარაქი არ ვუქენი)
1 ცალი კვერცხი (ასე ჩავთვალე საჭიროდ, კარგად შეკრა) არაა სავალდებულო
პეჩენია დავფშნათ/ან დავაბლნდეროთ+გამდნარი კარაქი, (+კვერცხი )

ეს მასა ჩავდოთ ცხიმწასმულ ყალიბში (ფორმას გვერდი ეხსნებოდეს სასურველია), გავშალოთ თანაბრად და 10 წუთით ღუმელში შევდოთ ფორმა
რომ შეიკრას ქვედა ფენა.
გულსართი
500 გ ნადუღი + 250 გ მდნარი ყველი (ვიოლა, ბუკო)+100 გ შაქარი (ეს გემოვნებაზე)+ 5 კვერცხი+ 50 გ თაფლი+ 1 ლიმონის წვენი და ცედრა
ჯერ ნადუღი და ვიოლა, შაქარი, თაფლი, ლიმონი და ბოლოს ნელა თითო თითოდ კვერცხები. ბევრი თქვეფა საჭირო არაა, ჰაერის ბუშტები გაუჩნდება.

ეს მასა დავასხათ კორჟიან ფორმას, და შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლ 1 საათი.
რომ გამოიღებ შუაში ცოტა უნდა "ყანყალებდეს" მერე გამაგრდება. ჯობს გამორთო ღუმელი და ჩიზი კარგამოღებულ ღუმელში გააცივო.

კარგად რომ გაცივდება ოთახში, მერე მიდის სულ უფრო ჩაცივებაზე მაცივარში. მე მთელი ღამე გავაჩერე.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze