Pages

ნამცხვარი კარდინალი


ბეზეთვის:
5 კვერცხის ცილა
1 ჩ.ჭ შაქარი

ბისკვიტისთვის:
3 კვერცხის გული
2 ცალი კვერცხი
60 გრ. შაქარი
60 გრ.ფქვილი
ვანილი

კრემისათვის :
300 მლ. ნაღები
ასევე კონფიტიური ჟოლოსი 3-4 კოვზი
ცოცხალი ჟოლო
შაქრის პუდრი მოსაყრელად

გავთქვიფოთ მაგარი ბეზე.
მოვამზადოთ ბისკვიტი,გავთქვიფოთ კვერცხები+შაქარი კარგათ,დავამატოთ ვანილი და დავაცრათ ფქვილი.
გამოგვივა ნაზი ბისკვიტის მასა.
თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და 5 ზოლად ,საკონდიტრო პარკის მეშვეობით,დავადოთ ბეზე.
უნდა ქონდეს ინტერვალი რომ,მერე ამ სიცარიელებში ბისკვიტის მასა ჩაუდოთ კოვზით.

გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20 წუთის მანძილზე ,გაზქურის მესამედის სიმაღლეზე.
ფაკტიურად ამ ნამცხვარში ბეზეარუნდა იყოს გამომშრალი,გამოდის ნაზი ბეზე,ნესტიანი,ზედაპირი ოდნავ შეყვითლებული აქვს.გაციებულს მოვხსნით საცხობ ქაღალდს,ვჭრით სიგრძეზე შუაზე ,ვადებთ ბისკვიტს კონფიტიურს(მთელ სიგრძეზე) ,ვკრემავთ გათქვეფილი ნაღებით,ვადებთ მეორე ნახევარს,ვრთავთ ჟოლოთი და ვაყრით შაქრის პუდრს.
ეს ორიგინალში უნდა გაკეთდეს ასე,მე კი შუაზე გავჭერი,ნახევარი პორცია კიდე გამოვაცხე და ტორტივით,სამფენად ავაწყე+ზემოდანაც ნაღების კრემი გადაუსვი(რათქმაუნდა მეტი ნაღებიც დამჭირდა).

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze