Pages

შოკოლადის და ბეზეს ტორტი 2კვერცხიანი ბისკვიტით


მზადდება 2 პორცია ცომი.

მასალა ერთ პორციაზე:

2 ცალი კვერცხის გული(დიდი ზომის კვერცხები)

30გრ. კაკაო

95 გრ. ფქვილი

1/3 ც.კ. გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

80 გრ. კარაქი(დარბილებული)

70გრ. შაქარი

ვანილი

60მლ. რძე

ბეზესთვის:

2 კვერცხის ცილა

90გრ. საქარი

3-4 წვეთი ლიმონის წვენი

ნაღების კრემი:

300მლ. ნაღები 36%

50გრ. შაქრის პუდრი

ან 50-100გრ. თეთრი სოკოლადი(გამდნარი ორტქლის აბაზანაზე)

ყალიბი 24-26სმ დიამეტრის

მოვამზადოთ ცომი:

მშრალი ინგრიდიენტები მოვათავსოთ ჯამში და ავურიოთ (შაქრის გარდა).

შაქარი და კარაქი ვთქვიფოთ მიქსერით 5 წუთის განმავლობაში. შევათქვიფოთ კვერცხის გულები სათითაოდ.

დავაცრათ მშრალი მასალის 1/3 ნაწილი, მერე რძე დავასხათ ½ ნაწილი, თან ვურიოთ ერთგვაროვან მასამდე. ასე გავიმეოროთ კიდევ ერთხელ და ბოლოს მშრალი მასალის დამატებით დავასრულოთ ცომის მზადება.

გადავიტანოთ ცომი პერგამენტ ჩაფენილ ფორმაში(კარაქ მოსმული უნდა იყოს პერგამენტის ქაღალდი), გავანაწილოთ თანაბრად და დავტოვოთ, სანამ ბეზეს ამოვიყვანთ.

ჩავრთოთ ღუმელი და 160 გრადუსამდე გავახუროთ.

გავთქვიფოთ ბეზე კარგათ. გადაუსვათ თანაბრად ცომს და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობათ. 30-35 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. გამოვრთოთ ღუმელი და კარი შევაღოთ ცოტათი, ასე გავაგრილოთ ნამცხვარი. გამოვიღოთ და საბოლოოდ გავაცივოთ გამომცხვარი ბისკვიტი.

ასე მოვამზადოთ მეორე ბისკვიტიც და გამოვაცხოთ.

მოვამზადოთ ნაღების კრემი.კარგათ გავტქვიფოთ მკვრივი მასამდე ნაღები დავამატოთ შაქრის პუდრი, მოურიოთ, ან გამდნარი შოკოლადი დავამატოთ და კარგათ ამოურიოთ.

გადავუსვათ კრემი ბეზეს ზემოდან, დავალაგოთ დაჭრილი მარწყვები, ან ჟოლო, ან ალუბალი.

დავაფაროთ მეორე ბისკვიტი და გადავუსვათ დანარჩენი კრემი. მოვრთოთ.

შევდგათ მაცივარსი 1 საათით და მერე შეციებული მივირთვათ. ბეზე გამოცხობის მერე იწევს და არშეშინდეთ

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze