Pages

ხაჭოს კექსი


250 გრ. ფქვილი
250 გრ. ხაჭო
200 გრ. შაქარი
100 გრ. კარაქი
50 გრ. სახამებელი
4 ცალი კვერცხი
1 ცალი გამაფხვიერებელი
2 ს.კ. ლიმონის წვენი
1 ლიმონის ცედრა
1/2 ჩ.კ. მარილი
1 ს.კ. შაქრის პუდრა მოსაყრელად

კექსის ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გავთქვიფოთ კარგდ შაქარი და კარაქი. დავამატოთ სათითაოდ კვერცხები. შემდეგ ნელ-ნელა შევურიოთ საცერში გატარებული ხაჭო და ხის კოვზით კარგად ამოვურიოთ. შევურიოთ ლიმონის წვენი და ცედრა.ბოლოს დავამატოთ ფქვილი + გამაფხვიერებელი + მარილი. კარგად ამოვურიოთ და გადავიტანოთ ყალიბში.

შევდგათ წინასწარ გხურებულ ღუმელში 180 გრადუსზე და ვაცხოთ დაახლოებით 40 წუთი. გავსინჯოთ ხის ჩხირით. როდესაც გამოცხვება 10 წუთი დავტოვოთ ყალიბში და მერე გადმოვიღოთ. გაციებულს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

P. S. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია გავუკეთოთ ქიშმიში, ცუკატები, ნიგოზი

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze