Pages

მოცვის კექსი wwalon


250გ მოცვი
300გ ფქვილი
1/2 პაკ. ქიმიური საფუარი
1სკ ბურბონის ვანილი
1ჩკ სოდა
1მწ მარილი
250გ კასონადა (რუხი შაქარი)
1ც კვერცხი
100გ არაჟანი
125გ დარბილებული კარაქი
50გ შაქარდარიჩინი (ან 45გ საქრის ფხვნილი შერეული 5გ დაფქულ დარიჩინთან)

გაახურეთ ღუმელი 180°-მდე

სასალათეში კარგად გადაურიეთ, ფქვილი, საფუარი, სოდა, ბურბონის ვანილი და მარილი
სხვა ჭურჭელში კარგად ათქვიფეთ კარაქი კასონადასთან ერთად, შემდეგ ჩაამატეთ კვერცხი და არაჟანი, კარგად დაამიქსერეთ და ჩაუშვით ნარევიან სასალათეში
კარგად აურიეთ და ბოლოს დაამატეთ მოცვი, მოურიეთ ფრთხილად ხის კოვზით, მოცვი რომ არ დაიჭყლიტოს

ჩადეთ კექსის სილიკონის ფორმაში, და შედგით გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით, სანამ ოქროსფერ, ხრაშუნა კანს არ გაიკეთებს
გამღების შემდეგ აცალეთ ბოლომდე გაცივება და შემდეგ გაანთავისუფლეთ ფორმიდან

ყავის მოყვარულებს მოეწონებათ, ყავასთან განსაკუთრებით კარგია

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze