Pages

გაზზე გამომცხვარი ბისკვიტის შესახებ


პირველ რიგში ჩვეულებრივი ალუმინის ქვაბია მისაღები ........ თავისი თავსახურით ..... აი ჩემი ქვაბი არის 14 სმ სიმაღლის .... ჰოდა ამაში ხო მაქვს ჩაფენილი 24 ფენა გაზეთის ქაღალდი - პერგამენტი (ეს გამოდის სადღაც 5-7 მმ) ....

ეხლა ბისკვიტი .... 28 სმ დიამეტრიან ქვაბში მე პირადად ვაცხობ 15 კვერცხიან ბისკვიტს .... სიმაღლე ადის ხოლმე 10-11 სანტიმეტრამდე .... ჰოდა ჩემი ბისკვიტის პროპორციები როგორია ეხლა ... 6 კვერცხი+1ჭიქა (250 გრამიანი, ადრე რომ იყო ჩაის ჭიქები, თხელი ძალიან ..... მატარებელშიც მოჰქონდათ მასეთით ჩაი .... მოკლედ 250 გრამიანი ჭიქაა რა)+1ჭიქა ფქვილი( + ოდნავ გამაფრხვიელებელი ან სოდა, ესეც კვერცხის სიახლის დასაზღვევად,... ისე წესით და კანონით არ უნდა) ...... ჰოდა 15 კვერცხიანს თავისთავად 2.5 ჭ შაქარი და 2.5 ჭ ფქვილი სჭირდება ...... ამ ზომის ბისკვიტი დაბალ ცეცხლზე+გამანაწილებელი აუცილებლად (ეს არ განიხილება) ცხვება თითქმის 1 საათი ..... ჰოდა არ დაივიწყო ქვაბის თავსახურს რომ უნდა ამოუფინო სამზარეულოს პირსახოცი და ზემოდან კი დაადო ბალიში

10 კვერცხიანს უნდა 30-40 წუთი .. ჩახედვა არანაირად არ შეიძლება სანამ არ გაუშვებს ბისკვიტი გამომცხვარის და არა დამწვრის) სუნს .... და კიდე ჩახედვაც უნდა მოხდეს ძალიან სწრაფად .... ბისკვიტი მზადაა თუ ჩახედვისას ზემოდან სრულიად სიმშრალეა .... თუ ერთი ბუშტუკა მაინცაა ბისკვიტზე 5-10 წუთი კიდე უნდა აცალო ცხობა ...

6 კვერცხიანი - 30-40 წუთი
9 კვერცხიანი - 1 საათამდე თითქმის
15 კვერცხიანი - 1 სთ 10წთ-1სთ 15წთ
18 კვერცხიანი - 1სთ 30 წუთამდე
24 კვერცხიანი - 2 საათამდე

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze