Pages

შოტლანდიური შვრიის ნამცხვარი კენკრით


1ჩ.ჭ. შვრია (გერკულესი)

1,5 ჩ.ჭ. ფქვილი

1 ცალი კვერცხი

0,5 ს.კ.გამაფხვიერებელი

12 გრ.კარაქი ან მარგარინი (გამდნარი)

150 მლ.რძე

250-300 გრ.წითელი მოცხარი

7 ს.კ.შაქარი
მომზადების წესი

ჯამში ჩავყაროთ გერკულესი, ფქვილი, გამაფხვიერებელი.

კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ.

რძეში ჩავასხათ გამდნარი ცხიმი და გათქვეფილ კვერცხის მასას დავამატოთ.

მშრალი ინგრიდიენტები დავამატოთ რძიან მასას და ჩავყაროთ კენკრა, მოვურიოთ.

გამოვა საკმაოდ სქელი მასა.

ცხიმ წასმულ და ფქვილ მოყრილ ყალიბში გადავიტანოთ,სველი ხელით ან კოვზით გადავასწოროთ მასა.ზემოდან მოვაყაროთ 1 ს.კ. შაქარი+ცოტა ვანილი ან დარიჩინი.

შევდგათ ღუმელში 200გრადუსზე გახურებულში და გამოვაცხოთ 25-35 წუთის განმავლობაში.

გამოვიღოთ,გავაცივოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze