Pages

ნამცხვარი დიპლომატი


-60მლ წყალი
-4 ლიმნის წვენი (125მლ)
-275გ შაქარი
-80მლ ლიმონჩელო (ლიმნის იტალიური ლიქიორია)
-450გ ნადუღი
-150გ ლეღვის ჩირი
-100გ მოხალული თხილი
-100გ შავი შოკოლადი წვრილ ნაკუწებად
-100გ გამდნარი შავი შოკოლადი
-600მლ არაჟანი
-კაკაოს ფხვნილი

ბისკვიტისთვის:
-4ც კვერცხი
-150გ ფქვილი
-150გ შაქარი

გაახურეთ ღუმელი 220°-ზე
კარგად ათქვიფეთ კვერცხის ცილა, შემდეგ ფრთხილად ჩაამატეთ შაქარი, მერე კვერცხის გულები და ბოლოს ფქვილი და დელიკატურად აურიეთ
შემდეგ განათავსეთ საცხობის ქაღალდიან თუნუქზე, შედგით ღუმელში 6 წუთით
გამოღების შემდეგ მოაჭერით კიდეები გაჭერით ორ ნაწილაგ და შეინახეთ მაცივარში ან გრილ ადგილას

გააცხელეთ დიდ ქვაბში წყალი, ლიმონის წვენი და 200გ შაქარი, მიიყვანეთ დუღილამდე და აცალეთ დიდ ცეცხლზე ორი წუთი შესქელება
შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, ჩაასხით ლიმონჩელო და დააცადეთ სრულ გაცივებამდე
ამასობაში ათქვიფეთ ნადუღი და დარჩენილი შაქარი მსუბუქი კრემის მიღებამდე, შემდეგ ჩაამატეთ ლეღვის ჩირი, თხილი და შოკოლადის ნატეხები
გადაიტანეთ მიღებული მასის ნახევარი სხვა ჭურჭელში და ჩაამატეთ გამდნარი შოკოლადი (მხოლოდ ერთ ნაწილს)
ათქვიფეთ ახლა არაჟანი და ჩაამატეთ ორივე ნაწილში თანაბრად
შემდეგ დიდ ჭურჭელში ჩაასხით მომზადებული ლიმნის სიროფი და რამდენიმე წუთით ჩაალბეთ ბისკვიტები, ოღონდ ფრთხილად ძალიან არ გადალბეს!

ამის მერე დადეთ ერთი ბისკვიტი მართკუთხა დიდ ჭურჭელზე, წაუსვით შოკოლადიანი ნადუღის კრემი, დაადეთ მეორე ბისკვიტი და გადაუსვით თეთრი კრემი
დატოვეთ მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში
გაპოიღედ მაცივრიდა სერვირებამდე ნახევარი საათით ადრე, მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი და ისე მიიტანეთ სუფრასთან



წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze