Pages

წითელი მოცხარის ნამცხვარი


ცომი: 200 გრ ფქვილი
100 გრ კარაქი
50 გრ შაქარი
3 კვერცხის გული
1ს.კ რძე
შიგთავსი: 3 კვერცხის ცილა
100გრ შაქარი(ან 150 თუ ტკბილი გიყვართ)
300-400 გრ მოცხარი
ვანილი

1-2 ცალი ტკბილი ორცხობილა და 1ს.კ. გატარებული ნიგოზი 

ფქვილი და შაქარი შეურიეთ. მიიღებთ ფხვიერ მასას, დაამატეთ კვერცხის გულები და რძე.
მიღებული ცომი შედეთ მაცივარში 30 წუთით.
ცილა ათქვიფეთ კარგად, დაამატეთ შაქარი. ცილის ნახევარი შეურიეთ მოცხარს
ცომი გააბრტყელეთ და ჩადეთ დაახლ. 26სმ-იან გვერდებიან ფორმაში, გამოაცხვეთ 20 წუთი 180 გრადუსზე, გამოიღეთ და ძირზე მოაყარეთ გატარებული ნიგოზი და ხელით დაფხვნილი ორცხობილა,მოცხარის მასა. თავზე გადაუსვით დარჩენილი ბეზე და შეაბრუნეთ ღუმელში 20-25 წუთი, სანამ ბეზე გაოქროსფერდება.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze