Pages

კრემის მუსი მოხარშული შესქელებული რძით 'ჩიტის რძის'თვის


ბისკვიტი:4 ცალი კვერცხი
4 ს.კ. თბილი წყალი
150გრ.შაქარი
1 ჩ.ჭ. ფქვილი(ან უკეთესია 3/4 ჩ.ჭ.ფქვილი+1/4 ჩ.ჭ. სახამებელი)
30გრ.კაკაოს ფხვნილი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 

კვერცხის ცილას და წყალს ვთქვეფავთ მაგარ ღრუბლამდე (კვერცხის ცილები აუცილებლად სახლის ტემპერატურის უნდა იყოს!).
ცოტცოტას ვათქვეფავთ შაქარს,გამოვა კარგი ბეზე: ვამატებტ კვერცხის გულებს და ვაცრით მშრალ ინგრიდიენტებს ვაცხობთ 26 სმ.დიამეტრის ყალიბში,პერგამენტ ცაფენილში და კარაქ მოსმულში 180 გრადუსზე.

 

 200 გრამი კარაქი ამოიყვანეთ 1 ქილა მოხარშულშესქელებულ რძესთან ერთად. 2. ამოიყვანეთ 4 კვერცხის ცილა,ჩააყარეთ 4 ს/კ შაქარი, გააკეთეთ ბეზე. 3. 30 გრამი ჟელატინს დაასხით 0,5 ჩ/ჭ ცივი წყალი,გააჩერეთ 30 წუთი,რომ გაფუვდება,დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი და დანის წვერით ლიმონმჟავა ,შედგით ნელ ცეცხლზე,შაქრის გალღვობამდე,არ აადუღოთ!!! .გადმოდგით.,რომ გაცივდება,ბეზეს ჩაამატეთ ჟელატინიანი მასა და + კრემი.

შესქელებულ რძით მუსის მომზადებას

: http://forum.ge/?f=82&showtopic=34069529&st=195 rtuli http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&Itemid=55&recipe_id=1075
30გრ.ჟელატინს დავასხათ 0,5 ჩ.ჭ. წყალი(ცივი) და 30 წუთით დავივიწყოთ.
1,5 ჩ.ჭ. საქარი გავყოთ შუაზე.
6 ცალი კვერცხის ცილა გავთქვიფოთ ნახევარი შაქრის პორციით.(ზემოთ არის სურათზე როგორი გამომივიდა,კრიალა და ჰაეროვანი).
კვერცხის ცილები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის!!!
დანარჩენი ნახევარი შაქარი დავაყაროთ გაფუებულ ჟელატინს და დავაყაროთ ჩაის კოვზის წვერით ცოტა ლიმონ მჟავა,დავდგათ ნელ გაზზე და მივიყვანოთ სრული შაქრის გადნობამდე(არაგვიდუღდეს!).ოდნავ შეგრილებული შევათქვიფოთ ბეზეს მასას.
გავთქვიფოთ 150 გრ.შერბილებული კარაქი+200გრ.შესქელებული რძე.
ეს მასა ბეზეს მასას შეურიოთ დავდოთ ბისკვიტის ნახევარი თეფშზე,დავადოთ ყალიბის(მოსახსნელი ფორმა,გახსნილ მდგომარეობაში) და დავასხათ მუსის მასა.
დავადოთ ბისკვიტის მეორე ნახევარი და ცოტა დავაჭიროთ ზემოდან , კარგათ რომ განაწილდეს ყველგან მუსი(ცოტა სწრაფად იმოქმედეთ თორე ჯელატინი მალე იწყებს მოქმედებას). შედგით მაცივარში მუსის გამაგრებამდე.
დანით(სველი)შემოუტარეთ ნაპირებზე და ყალიბი ამოიღეთ.
მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი და ზემოდან მოასხით.
შეინახეთ მაცივარში და გაჭრისას სველი დანა მიაშველეთ.
მე ღამე ვამზადებ და დილით უკვე გემო გამჯდარს მივირთმევ  

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze