Pages

კენკრის ტარტი


175გრ. კარაქი
150 გრ. შაქარი
2 ცალი კვერცხი
ვანილი
2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
300გრ. ფქვილი
70მლ. რძე
600გრ. შავი მოცხარი
100გრ. გარგლის კონფიტიური
1 ჩ.კ. კრახმალი
ბეზე:
2 ცალი კვერცხის ცილა
30გრ. შაქრის პუდრი
60გრ. შაქარი

მომზადების წესი

გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი+ვანილი.შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები.დავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი,ბოლოს დავამატოთ რძე.

მოვამზადოთ ყალიბი 24 სმ.დიამეტრის ,მოუსვათ კარაქი.

გადავიღოთ ცომი ყალიბში და ამოუყვანოთ გვერდები.

მოვაყაროთ კრახმალი კენკრას და გავანაწილოთ ცომის ძირზე.

შევდგათ გამოსაცხობათ 180 გრადუსზე 50 წუთით.

გამომცხვარი ნამცხვარი გამოვიღოთ ღუმელიდან და გავაციოთ.

გარგლის კონფიტიური შევათბოთ და მოვასხათ კენკრას.

მოვამზადოთ ბეზე და გადაუსვათ ნამცხვარს, შევდგათ ღუმელში 220 გრადუსზე 5-8 წუთით.

გამოვიღოთ ნამცხვარი და მივირთვათ.
დამატებითი ინფორმაცია
ცომი გამოდის ისეთი რომ ხელებზე ეკრობა, ამიტომ მე სველი კოვზით ვასწორებდი ყალიბში. ფქვილს ნუ დაამატებთ, ცომი გამოვა ხმელი. კვერცხები საშუალო ზომის გამოიყენეთ.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze