Pages

ხაჭოს პასკა რთულის


  • 900გრ. ხაჭო
  • 5ს.კ. არაჟანი
  • 150გრ. კარაქი
  • 200მლ. ნაღები, ცხიმიანობა 20% ან მეტი
  • 5 კვერცხის გული
  • 10 ს.კ. შაქარი
  • ვანილი
  • 200 გრ. ალუბალი
  • 0,5.ჩ.ჭ. შავი ღვინო
  • 6-7 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. კრახმალი
  • გავატაროთ საცერში ხაჭო და დავამატოთ გათქვეფილი კარაქი+არაჟანი.

    გავაცხელოთ ნაღები და დავასხათ გათქვეფილ კვერცხის გულს+შაქარს. დავდგათ ცეცხლზე (დაბალზე) მორევით მივიყვანოთ შესქელებამდე, გავაცივოთ და ხაჭოს მასას დავამატოთ. ეს ვარიანტიც შეიძლება: შოკოლადი გავადნე ნაღებში,გავთქვიფე გაციებული და მერე ხაჭოს მასას დავუმატე 

    მოვამზადოთ ალუბლის გულსართი:

    ავადუღოთ ღვინო+შაქარი, 5 წუთი ვადუღოთ, ჩავყაროთ ალუბლები და კიდევ ვადუღოთ 5-7 წუთი, დავამატოთ კრახმალი. როგორც კი შესქელდება, გადმოვდგათ.

    მოვათავსოთ საცერში მარლის 3 პირიანი ნაჭერი, ჩავდოთ ხაჭოს მასის ნაწილი(ცოტა გვერდებიც ამოუყვანოთ), დავადოთ გულსართი ალუბლის და ზემოდან ხაჭოს მასის ნაწილით გადავაფაროთ.

    მოვუკრათ პირი მარლის ნაჭერს, დავაფაროთ თეფში და დავადოთ სიმძიმე.

    ასე გავაჩეროთ მთელი ღამით მაცივარში.

    დილით გადმოვიღოთ პასკა თეფშზე და მოვრთოთ შოკოლადით. შეგვიძლია ხაჭოს მასაში ნიგოზი ან ცუკატები დავამატოთ. ხაჭოს მასა გასინჯეთ როცა შეანელებთ, თუ სიტკბო აკლია შაქრის პუდრი დავამატოთ.

    paskaxacossruli

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze