Pages

n_j შოკოლადის ტორტი


200გრ შაქარი
140 გრ კარაქი
200 გრ შავი შოკოლადი
3 კვერცხი
1ჩ.კ გამაფხვიერებელი (ან 1/2 ჩ.კ სოდა)
100გრ ფქვილი
2 ჩ.კ ხსნადი ყავა
1,5 ს.კ. კაკაო
3 ს.კ არაჟანი
300 მლ 35% (ან მეტი) ნაღები
100 გრ თეთრი შოკოლადი

ყავა გავხსნათ 2-3 ს.კ ადუღებულ წყალში.
140 გრ შოკოლადი, კარაქი და ყავის მასა ერთად გავადნოთ.
კვერცხი გავთქვიფოთ 180 გრამ შაქართან და არაჟანთან, შევურიოთ შოკოლადიანი მასა, შემდეგ დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი და კაკაო. ფრთხილად ავურიოთ. jobia fqvilis Semdeg davamatot shokoladiani cximiani masa ise fqvili ar ixsneba
გაცხიმულ ფორმაში ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 30-40 წუთი, მზაობა შეამოწმეთ ჩხირით.

კრემი: 200მლ გამთბარ ნაღებში ჩაყარეთ დამტვრეული თეთრი შოკოლადი და გაადნეთ, გააციეთ და სედგით მაცივარში რამდენიმე საათი (მინიმუმ 2 სთ), შემდეგ გათქვიფეთ კრემის კონისტენციამდე
ბისკვიტი გაჭერით 2-ად( ან 3-ად, თუ მაღალია) წაუსვით კრემი ყველა ფენას და შედგით მაცივარში.

დარჩენილი შოკოლადი, შაქარი და ნაღები გაადნეთ, ოდნავ გააგრილეთ და მოასხით ტორტს.
ალუბლები ჩემი ინიციატივით დავამატე, ასევე ბისკვიტი ოდნავ დავნამე ვისკით. გამოვაცხე 28 სმ-იან (ქაღალდჩაფენილ) ფორმაში, ამიტომ 2-ად გავჭერი ბისკვიტი, შედარებით პატარა ფორმაში უფრო მაღალი და ლამაზი ბისკვიტი გამოვიდოდა. თუ კრემი არასაკმარისად ტკბილი მოგეჩვენათ, დაამატეთ შაქრი პუდრა.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze