Pages

შოკოლადის ნამცხვარი ხილით და შავი პილპილით


2 კვერცხი

100გრ ხაჭო

150გრ მაწონი ან არაჟანი

150 გრ შაქარი

3 სავსე ს.კ მუქი კაკაო

6 სავსე ს.კ ფქვილი

1/2 ჩ.კ სოდა

2 ჩ.კ ფორთოხლის ცედრა

100-100 გრ მოცვი და წითელი მოცხარი (სასურველია)

150-200 გრ ალუბალი, უკურკო

1 (არასავსე) ჩ.კ შავი პილპილი, სასურველია ახალდაფქული

მინანქრისათვის:

100 გრ შოკოლადი + 2 ს.კ რძე+ 20 გრ კარაქი
მომზადების წესი

კვერცხები და შაქარი კარგად გავთქვიფოთ;

შევურიოთ ხაჭო, მაწონი, სოდა, ფორთოხლის ცედრა და პილპილი;

დავაცრათ კაკაო და ფქვილი.

ამ ცომში შევურიოთ მოცვი და მოცხარი.

დაახლოებით 24 სმ-იან გაცხიმულ ფორმაში ჩავასხათ ცომი და ჩავალაგოთ ალუბლები. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი.

ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ შოკოლადი და კარაქი, დავამატოთ რძე და კარგად ავურიოთ. შემდეგ კი შეგრილებულ ნამცხვარს ზემოდან მოვასხათ


წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze