Pages

დათუნია 3 ვარიანტი


ცომი:
6 კვერცხის გული
550-600 გ მარგარინი
2 ჭიქა შაქარი
1 ჩ/კ სოდა 2 ს/კ ძმრით
ვანილი
მარილი

ფქვილი - რამდენსაც შეიზელს

გულსართი:

1.2/3 ჭიქა შაქარი
2 ჭიქა დამტვრეული და მოხალული ნიგოზი ან თხილი
6 კვერცხის ცილა
2 ფორთოხლის ცედრა
მარილი
1 ჩ/კ ლიმონის წვენი

შოკოლადის მინანქარი:

6 ს/კ კაკაო
6 ს/კ შაქარი
6-7 ს/კ რძე
1 ს/კ კარაქი

მომზადება:

კვერცხის გულები და შაქარი ძალიან კარგად გავთქწვიფოთ, დავუმატოთ კარგად გამდნარი მარგარინი და კარგად შევათქვიფოთ, დავუმატოთ სოდა ძმრით, ვანილი მარილი და იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი, რომელიც ხელს არ უნდა ეკვროდეს, მაგრამ რბილი იყოს.
ცომი დავდოთ ცალკე და დავიწყოთ გულსართის მზადება: ცილა ალიან კარგად გავთქვიფოთ შაქართან, ლიმონის წვენთან და მარილთან ერთად, შემდეგ ფრთხილად ავურიოთ ნიგოზი და ფორთოხლის ცედრა.

ცომი გავყოთ სამ ნაწიულად. გავაბრტყელოთ ერთი ფენა (მე ნაწილ-ნაწილ ვაბრტყელებ პატარ-პატარა ნაწილებს, შემდეგ ვდებ თუნუქის ფურცხელზე და ხელით ვაერთებ. ვინაიდან ცომი ნაზია და მთლიან ფენას ძნელად თუ გადაიტან თუნუქის ფურცელზე.) , წავუსვათ გუსლართის ნახევარი და ზემოდან აღწერილი წესით მეორე ფენა დავაფინოთ, ნაჭერ-ნაჭერი ცომებიმივუწყოთ ერთმანეთს, რომ გულსართი დაიფაროს, ცომს ხელით შეერთება არ უნდა. შემდეგ გადავანაწილოთ გულსართის მეორე ნაწილი, იგივე წესით გადავფაროთ ცომის მესამე ფენით, შეძლებისდაგვარად ნაპირები მოვუსწოროთ და ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ აქა-იქა.

ღუმელი გავახუროთ საშუალო ტემპერატურაზე და გამოვაცხოთ ნამცხვარი, როდესაც გამოცხვება, ცხელსვე გადავუსვათ შოკოლადის მინანქარი, რომელიც ასე უნდა მოვამზადოთ - კაკაო, შაქარი და რძე ერთ პატარა ქვაბში მოვათავსოთ და დაბალ ცეცხლზე ერთი წამოვადუღოთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. მზა მინანაქარს შევურიოთ კარაქი და წავუსვათ ნამცხვარს.

ცომი შეიძლება მოიზილოს მაგარიც, ანუ მისი მთელ ფენად გაბრტყელება რომ შეიძლებოდეს, მაგრამ მერწმუნეთ, ასე სულ სხვაა...


'თეთრი დათვი' http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=720&#entry9852257

8 კვერცხის გულისა და 1 1/4 ჭიქა შაქრის გოგლიმოგლს დავუმატოთ ვანილი, 1 ჩ/კ სოდა ძმრით ან ლიმონის წვენით, 300 გ. დარბილებული მარგარინი და 4 ჭიქა ფქვილი. დავყოთ სამ ტოლ ნაწილად და საგულდაგულოდ ცხიმწასმულ ჟარონაზე გავიყვანოთ ხელით ფქვილის დახმარებით სამივე ფენა თანაბარ ზომაზე. (სასურველია წინასწარ მოამზადო სამო თუნუქის ფურცელი, ე. წ. ჟარონა და ზედ გადავანაწილოთ, თუ არადა, პერგამენტი დავჭრათ ტოლ ნაწილებად და იმაზე გადავანაწილოთ.)
ამის შემდეგ 8 ცილისა და 2 ჭიქა შაქრისაგან ავთქვიფოთ კარგი ბეზე, ხელით ავურიოთ 2 ჭიქა დათლილი ან დაფქვილი ნიგოზი და ეს მასაც გადავანაწილოთ ფენებზე. ცალ-ცალკე გამოვაცხოთ ფენები საშუალო ცეცხლზე. ზემოდან რომ შეიბრაწება ბეზე და საამო სურნელი დატრიალდება, მზად არის.

ამის შემდეგ 1 საშუალო სისქის შესქელებული რძე და 250-300 გ. დარბილებული კარაქი კარგად შევათქვიფოთ ერთმნანეთს და დავუმატოთ ვანილი.

ფენები რომ გაცივდება, ერთ ფენას წავუსვათ კრემი, მეორე ფენა დავადოთ, მეორესაც წავუსვათ კრემი, მესამე ფენა დავადოთ და ზემოდან შაქრის პუდრა მოვაყაროთ.


კრემი გავუკეთე ბევრი.პირველად რომ გავაკეთე
მშრალი გამოვიდა და შევურიე ნაღების კრემი


დათუნია- http://forum.ge/?showtopic=34069529&st=1140&#entry22224929

3 კვერცხის გული ავტქვიფოთ 1 ჭიქა შაქართან,+ 200 გრ გამდნარი კარაქი,200 გრამი არაჯანი,სოდა ძმრით,3 ჭიქა ფქვილი და გამოაცხვეტ ცხიმწასმულ დაფაზე,საშუალო ცეცხლზე ვაცხობთ.ცალკე 3 კვერცხის ცილა კარგად ამოვიყვანოტ,+ 3ს.კ. შაქარი ,1 ჭიქა გატარებული ნიგოზი, ვანილი. გაციებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე წაუსვათ ნიგვზიანი ბეზე .ზემოდა გადაუსვატ მინანქარი სქლად







წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze