Pages

უნგრული ხაჭოიანი ნამცხვარი Rákóczi túrós


ცომისათვის:
ბაზა:
მოვზილოთ ცომი შემდეგი ინგრიდიენტებისაგან - 200 გრამი ძალიან რბილი (არა დამდნარი) მარგარინი + 1 ცალი კვერცხი, 300გრ ფქვილი, 1 ჩ.კ. საცხობი ფქვილი, 1 ჩ.კ. ვანილი, ნახევარი ლიმონის ცედრა, 5 ს.კ შაქრისაგან მომზადებული პუდრა. ამ ცომს მოვზილავთ კარგად, გავაბრტყელებთ ჩავდებთ ფორმაში და ნახევრად გამოვაცხობთ. (180 გრადუსზე)

ხაჭოს კრემი:
500 გრ ხაჭო ისე ავზილოთ რომ მივიღოთ ერთგვაროანი მასა, დავამატოთ 1. ს.კ. სიმინდის ფქვილი, 6 ს.კ. კოვზი შაქარი, 3 ს.კ. არაჟანი, 1 ჩ.კ. ვანილი, 2 კვერცხის გული. ეს ყველაფერი ძააალიან კარგად ავურიოთ და შემდეგ ძააალიან ნაზად შევაზილოთ 2 კვერცხის ცილისაგან მომზადებული ბეზე (უშაქროდ!!!)

როცა ჩვენი ბაზა ნახევრად გამოცხობილი იქნება, გამოვიღოღ ღუმელიდან, დავასხათ ხაჭოიანი კრემი და შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად. ეს მასა მზად მაშIნაა როცა ხელის დადებისას სიმშრალეს იგრძნობთ თითებზე. (180 გრადუსზე)

ზემოდან მოსართავი:
4 კვერცხის ცილისაგან (გულები შევინახოთ და მერე ნაყინი მოვამზადოთ ) და 6 სუფრის კოვზი შაქრისაგან მოამზადეთ ძალიან კარგი ბეზე, დაამატეთ ოდნავ ვანილი და ლიმონის ცედრა გემოვნებით. როცა ჩვენი ხაჭოიანი კრემიც გამომცხვარი იქნება, გამოვიღოთ ღუმელიდან, საკონდიტრო პარკში ჩავდოთ ბეზე და ნამცხვარს ზემოდან დავახაზოთ რგოლები, ან კლეტკები, ანგულები. რაც გინდათ. თავისუფალ სივრცეებს შორის კი ჩადეთ გარგარის ან ატმის სქელი ჯემი. შედეთ ღუმელში და აცხვეთ ასე 10 წუთი 150 გრადუს ტემპერატურაზე. სანამ ბეზე ოდნავ არ შექვითლდება. მერე გამორთეთ ღუმელი და ნამცხვარი დატოვეთ შიგნით კიდევ ათი წუთი.
ასეევ შეგიძლიათ ჯერ ბეზე გამოაცხოთ და მერე ჩაუდოთ ჯემი. როგორც გინდათ.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze