Pages

კეკს-ტორტი, ფრანკფურტული


ყალიბი 26სმ. დიამეტრის
მასალა:
5 ცალი კვერცხი
300გრ. კარაქი
300გრ. შაქარი
2 ჩ.კ.ლიმონის წვენი
300გრ. ფქვილი
100გრ.სახამებელი
2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
4 ს.კ. რძე
ვანილი და მწიკვი მარილი

6-8 ს.კ. მურაბა(მე მაყვლის გამოვიყენე)+2 ს.კ. წყალი

კრემი:
ვანილის პუდინგი
100გრ. შაქარი
500მლ. რძე
250გრ.კარაქი
მოსართავად კარამილიზირებული ნიგოზი მოვამზადე და დავფქვი

გავთქვიფოთ შაქარი+კარაქი,შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები,დავამატოთ ვანილი+მარილი+ლიმონის წვენი.დავაცრათ ფქვილი+სახამებელი+გამაფხვიერებელი,მოვზილოთ ცომი და ბოლოს შეურიოთ რძე.
კეკსის ყალიბში გადავიტანოთ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 45-50 წუთის განმავლობაში.
გამომცხვარი გავაციოთ კარგათ და გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად.
გადავუსვათ სათითაოდ(2 ფენას,მე მესამეს ქვეშიდან წაუსვი)წყალ გარეული მურაბა და ფენებ შორის გადავუსვათ მომზადებული კრემი,მორჩენილი კრემით დავფაროთ მთლიანი ტორტი და მოვაყაროთ დაფქვილი კარამილიზირებული ნიგოზი,ან თქვენი გემოვნებით მორთეთ.

კრემი:
გადავიღოთ 7-8 კოვზი რძე და დანარჩენი მოვადუღოთ.
გადადებულ რძეში გავხსნათ პუდინგი(მე 1 ს.კ. ფქვილიც დავამატე),ჩავასხათ ადუღებულ რძეში და ძალიან მძიმეთ ვხარშოთ შესქელებამდე,გავაციოთ.
გავთქვიფოთ კარაკი და ცოტცოტა შევათქვიფოთ პუდინგის მასა.


კარამელიზირებული ნიგოზი ჭიქის მესამედი შაქარი დავყარე ტაფაზე და საშვალო ცეცხლზე ,მორევის გარეშე დაველოდე დდნობას,ჩავყარე იმდენი ნიგვზის ლებანი რომ გაიშალოს,ცოტა კივ ვშუშე და ზეთ მოსხმულ თევშზე დავასხი,გავაციე,ავაძრე და დავფქვი

 

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze