Pages

შერეული კრემი


შერეული კრემი (ჩემი "სამარკო" კრემია)

1 ლიტრი რძე
7-8 ს/კოვზი შაქარი (შეიძლება გემოვნებითაც)
ვანილი (საკმაოდ ბლომად)
ჰაერის ტემპარატურაზე დარბილებული 1 "პაჩკა" (200-250 გ) კარაქი ან ნეიტრალური გემოს მქონე მარგარინი,
1 კოლოფი შესქელებული რძე ("სგუშიონი")
2-3 კვერცხი
3 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი
4-5 ს/კოვზი კარტოფილის ფქვილი (ან სპეციალური კრემის შემკვრელი ფქვილი)

კვერცხი გავტეხოთ,ჩავახალოთ თასში,ჩავამატოთ შაქარი და მიქსერით კარგად ავურიოთ. პარალელურად რზეს მოვაკლოთ 1ჭიქა , დანარჩენი კი ქვაბში დავდგათ ასადუღებლად (ქვაბი სასურველია ემალის არ იყოს, არამედ უკრობი მეტალის). გოგლიმოგლში ჩავამატოთ ვანილი , იქ 1 ჭიქა ცივი რძე, ფქვილი და კარტოფილსი ფქვილი, ჯერ კოვზით ავურიოთ და მერე ცოტათი მიქსერით. ეს მასა ნელნელა ჩავუშვათ ადუღებულ რძეში და მეორე ხელით სამზარეულო მეტალის "ცოცხით" ან ხის ბრტყელტუჩა სარევით ერთი მიმართულებით ვურიოთ, სანამ მასა არ გასქელდება, მხურვალება ცხადია რევის დროს უნდა დავუკლოთ. როცა მივიღებთ ე.წ. მოხარშულ კრემს , პუდინგს, გადმოვდგათ , გადავიტანოთ სხვა თასში და გავაცივოთ.

გაცივების მერე ჯერ კარგად მიქსერით ავურიოთ ეს მზა პუდინგი, ჩავამატოთ კარაქი და სგუშიონი, ასევე ვანილი დავამატოთ, კარგად ავთქვიფოთ და მზადაა.

ამ კრემს ვიყენებ ტორტის კლასიკური ბისკვიტისთვის ან ფენოვანი ცომით ვამზადებ სამკუთხედებს, ვწვავ (ე.წ. "სალფეთქი" ) , შემდეგ ვჭრი მართი კუთხის წვეროდან შუაზე და ვტენი ამ კრემით, ზემოდანაც ვუსვა, ბოლოს როცა ყველა ეს სალფეთქები უკვე კრემითაა სავსე, წინასწარ დაფხვნილ რამდენიმე სალფეთქს ვაყრი თავზე

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze