Pages

ლიმნის ნამცხვარი 'ვარდი'


ცომის მასალა: 250 გრ დარბილებული მარგარინი, 1ჭ შაქარი, 4 კვერცხი (ცალცალკე გული და ცილა) 1 ც გახეხილი (ან დაბლენდერებული ფაფადქცეული) ლიმონი, 1 ჭ მაწონი ნახევარი სუფრის კოვზი სოდა, ვანილი, 6-7 ჭ ფქვილი

გულის მასალა: 4 გვერცხის ცილა, 1 ჭ შაქარი, 1 ჭ მოხალული ნიგოზი, (მე მოუხლელიც შევურიე ცოტა) რამდენიმე წვეთი ლიმონი, ვანილი, ცოტა ქიშმიში, მე დაახლოებით ერთი მუჭა გავურიე, მოკლედ გემოვნებაზეა.

მომზადება: დარბილებული მარგარინი და 1ჭ შაქარი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, სათითაოდ დავამატოთ კვერცხის გულები, შევურიოთ მაწონი+სოდა, დავამატოთ ლიმონი, ვანილი და ფქვილი იმდენი რომ გამოვიდეს რბილი ცომი, რომელიც ადვილად გაიშლება., მოვზილოთ ცომი, და სEვინახოთ 1 საათით მაცივარში. გამოღებამდე 10 წუთით ადრე მოვამზადოთ გულსართი, ავთქვიფოთ ცილები, რომ ამოვა შევათქვიფოთ შაქარი, ბოლოს დავამატოთ დაბარჩენი ინგრედიენტები.

გამოვიღოთ ცომი და გავყოთ 4 ნაწილად, გულსართიც გავყოთ 4 ნაწილად. გავშალოთ ერთი ნაწილი მართკუთხედის ფორმით (დაახლოებით ხის საჭრელი დაფები რომაა მაგ ზომის და ფორმის იშლება) წავუსვათ გულსართი და რულეტივით გადავახვიოთ (გრძელი მხრიდან). მერე დავჭრათ ეს რულეტი 7 ნაწილად დაახლოებით. ასე 5 სმ ან ცოტა მეტი სიგრძის ნაწილებად და გადავიტანოთ ფქვილმოყრილ ცივ ტაფაზე. ასე ოთხივე ნაწილი. ტაფა შევდოთ გახურებულ ღუმელში 250გრადუსზე და ვაცხოთ 30-40 წუთი. რომ გამოვიღებთ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze