Pages

ფორთოხლის ტორტი


1)კარგად გათალეთ 8 ცალი ფორთოხალი, დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და დააყარეთ 1,5 ჭიქა შაქარი.უმჯობესია თუ ამას ტორტის გაკეთების წინა დღეს გააკეთებთ.
2) გააკეთეთ ტორტის ბისკვიტი ჩვეულებრივი წესით 15 კვერცხის, 15 ს.კ. შაქრის, 13 ს.კ. ფქვილისა და ვანილისაგან.
3) მომზადებული მასა ჩაასხით ქაღალდჩაფენილ და შემდეგ მარგარინ წასმულ ყალიბში და შედგით გაზქურაში საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე.
4) გამოცხობას უნდა დაახლოებით 2,5 საათი. როცა მზად იქნება გამოიღეთ და გააციეთ.
5) მოამზადეთ კრემი შემდეგნაირად: 2 კვერცხის გული + ერთი კვერცხი მთლიანად + 1 ჭიქაზე ოდნავ მეტი შაქარი+3 ს.კ. ფქვილი+1 ს.კ. კარტოფილის ფქვილი+0.700 ლიტრი ცხელი რძე. ამ ყველაფრისაგან მოვამზადოთ ფაფა. რომელსაც როცა შენელთბილდება შევურევთ 300 გრამ დარბილებულ, ათქვეფილ კარაქს.
6) გაჭერით შუაზე ბისკვიტი და დანამეთ წინა დღეს დაჭრილი ფორთოხლისა და შაქრისაგან გამოყოფილი წვენით, რომელსაც დამატებული ექნება კონიაკი გემოვნების მიხედვით.
7) ეხლა ვაწყობთ როგორ: ჯერ ბიკსვიტის პირველ ფენაზე დავაწყოთ დაშაქრული ფორთოხალი, შემდეგ წავუსვათ კრემი, შემდეგ ისევ ფორთოხალი და დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნაწილი. ზემოდან მოვრთოთ კრემის დარჩენილი რაოდენობით და ფორთოხლებით.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze