Pages

მელომაკარონა


მასალად საჭიროა:
3 ფინჯანი ზეთი
1 გახეხილი ფორთოხლის კანი
3/4 ფინჯანი შაქარი
1 სუფრის კოვზი დარიჩინი და მიხაკი (უფრო მეტიდარიჩინი 1.5 ჩაის კოვზი და 0.5 ჩაის კოვზი მიხაკი)
1 არყის ჭიქა კონიაკი
2ლიმონის წვენი
ნახევარი ფორთოხლის წვენი
2 ჩაის კოვზი სოდა
ფქვილი


1 ფინჯანი გატარებული ნიგოზი + 1 კოვზი შაქარი +ცოტა დარიჩინი, ზემოდან მოსაყრელად.
1 ფინჯანი თაფლი და 1 ფინჯანი შაქარი სიროპისათვის


ავთქვიფოთ ზეთი, შაქარი, ფორთოხლის კანი,დარიჩინი, მიხაკი, კონიაკი კარგად. ფორთოხლისა და ლიმონის წვენში ჩავყაროთ სოდა და + და ვთქვიფოთ. ოდნავ უნდა გათეთრდეს, + ფქვილი რამდენსაც შეიზელს რომ მივიღოთ რბილი ცომი. გავაკეთოთ პატარ -პატარა გუნდები, ზემოდან დანით დავხაზოთ(ნაძვისხე, ვარსკვლავი, რომბები) და 200 გრადუს ფურნაში გამოვაცხოთ.
1 თაფლი, 1 წყალი და 1 შაქრით მოვხარშოთ სირიპი. ცოტა ქაფი მოვხადოთ. 
სიროპი დავაყენოთ ძალიან ძალიან დაბალ ცეცხლზე და ამოვავლოთ შიგ (მაგ 7–7 ცალი ვაცადოთ ნახევარი წთ ცოტა გაუჯდეს სიროპი) პეჩენიები. ამოვიღოთ და მოვაყაროთ წინასწარ მომზადებული ნიგოზი(შაქართან და დარიჩინთან)

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze