Pages

ნიგვზის რულეტები საფუვრიანი ცომით


2-3 ჭიქა ფქვილში ავურიოთ 3 სუფრის კოვზი საფუარი (მე ირანულს ვხმარობ, ჰოლანდიურიც წავა, მაგრამ თურქული პაკმაია არ უხდება).
ტექსუნის ერბო დავადნოთ.იმდენი უნდა იყოს, რომ დამდნარი სახით 2/3 ჭიქა გამოვიდეს. ტექსუნი თუ არა, დამდნარი კარაქიც წავა.ამაში გავთქვიფოთ 1 კვერცხი და 5 ყავის ჭიქა შაქარი, ვანილი, ილის მარცვლები, 0.5 ჩაის კოვზი მარილი, 2 ჭიქა თბილი რძე. ეს ყველაფერი ჩავასხათ ფქვილიან- საფუვრიან ნარევში და მოვზილოთ ნაზი ცომი. დავდგათ თბილ ადგილას. ამოფუებული ერთხელ ჩავზილოთ. ამის შემდეგ დავყოთ 4-5 გუნდად, გავაბრტყელოთ, ჩავდოთ გულსართად
შაქარში არეული ნიგოზი, თხილი ან ნუში, გადავახვიოთ, წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ.

ამ ცომით კარგი იქნება დაწნული ვაშლის პეროგი.

წყარო  ბეჭდვა


საკონდიტრო ნაწარმი

მომხმარებელი

სახელი პაროლი
  გამოსვლა

კატეგორიები

AgroKavkaz

Gia Kakabadze